,,ბიძინა ივანიშვილის ერთ წერილს გაცილებით დიდი ძალა ჰქონდა, ვიდრე ფეიკ რეზოლუციებს, განცხადებებს”- მამუკა მდინარაძე

”ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ერთ წერილს გაცილებით დიდი ძალა ჰქონდა, ვიდრე იმის შემდეგ გამოქვეყნებულ ”ფეიკ რეზოლუციებს”  და განცხადებებს.

,,წელიწადზე მეტია, რაც ბიძინა ივანიშვილის წერილი გამოქვეყნდა და იმ ერთ წერილს გაცილებით დიდი ძალა ჰქონდა, ვიდრე იმის შემდეგ გამოქვეყნებულ ფეიკ რეზოლუციებს, განცხადებებს, ათობით, ასობით, ათიათასობით განცხადებას. ბიძინა ივანიშვილის ერთ წერილს გაცილებით მეტი ძალა ჰქონდა და გაცილებით მეტია ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, პოლიტიკიდან წასული ადამიანის ფაქტორი იმდენად დიდია, რომ ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა მშვიდობისა და სტაბილურობის”,- განაცხადა მდინარაძემ.

 

მსგავსი თემები