ამერიკელი გენერლის, მარკ მილის განცხადებით, უკრაინა კონტრშტევისთვის კარგად არის მომზადებული. თუმცა გენერალმა აღნიშნა, რომ პროგნოზის გაკეთება ჯერ ადრეა.
„უკრაინა აწარმოებს ომს, რომელიც არის ეგზისტენციალური საფრთხე უკრაინის გადარჩენისთვის და უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს დანარჩენი მსოფლიოსთვის – ევროპისთვის, ფაქტობრივად შეერთებული შტატებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის,”- განაცხადა მილერმა.