ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს სააკაშვილის დახმარებისკენ მოუწოდებს

საქართველოში ვიზიტად მყოფი ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოს პოლარიზებული პოლიტიკის პრობლემები გააჩნია. მან მიხეილ სააკაშვილის თემაც ახსენა და ხელისუფლებას მისი დახმარებისკენ მოუწოდა.

“მოვუწოდებ საქართველოს ამჟამინდელ ხელმძღვანელობას, იმოქმედოს პასუხისმგებლობით და მიიღოს გარკვეული ზომები ნდობის აღდგენის მხრივ. ბატონი სააკაშვილისთვის საჭირო სამედიცინო დახმარებაზე წვდომის მიცემა არა მხოლოდ ვალდებულებაა, ეს ასევე დადებითი სიგნალი იქნება ოპოზიციისთვის“, – განაცხადა მარკეტა პეკაროვა-ადამოვამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჩეხეთი და “სლავკოვის ქვეყნები” ყველაფერს გააკეთებენ საქართველოს მხარდასაჭერად.

მსგავსი თემები