რუსეთის დუმის დეპუტატი, კონსტანტინე ზატულინი შესაძლებელია უკრაინაში რუსეთის ომის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო ფრაქცია “გაერთიანებული რუსეთიდან” გარიცხონ და დუმაში თანამდებობა დაატოვებინონ.
პარტიამ უკვე დაიწყო კონსულტაციები ფრაქციის წევრის, სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საკითხებში კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კონსტანტინე ზატულინის საჯარო განცხადებებზე.
რუსული მედიას წყარომ განუცხადა, რომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ რა ზომები იქნება მიღებული.
მოქმედების განხილულ ვარიანტებს შორის არის ზატულინისთვის სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობიდან ჩამოქვეითება და გარიცხვა ”გაერთიანებული რუსეთის” დუმის რიგებიდან.
ცნობისთვის, დეპუტატმა განაცხადა, რომ რუსეთი ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და მან ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია.