შრომის ინსპექცია „რეტროსთვის“ სამუშაო პროცესის შეჩერებაზე განცხადებას ავრცელებს

შრომის ინსპექციის სამსახურმა „შპს რეტროსა“  და „შპს რესტრო 2“-ს  სამუშაო პროცესი შეუჩერა. უწყების მიერ შემოწმდა კომპანიის 3 ობიექტი თბილისსა და ბათუმში, უსაფრთხოების ნორმების დარღვევისა და არასათანადო სამუშაო პირობების გამო „შპს რეტრო“  და „შპს რესტრო 2“ სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად, დამატებით 30 000 ლარით დაჯარიმდა.

უწყებამ ასევე დაავალდებულა კომპანია სრულად აუნაზღაუროს თანამშრომლებს სახელფასო დანაკლისი, როგორ ზეგანაკვეთური ასევე კუთვნილი შვებულების ფულადი ანაზღაურების სახით.

ამჟამად კომპანიიდან გამოთხოვილ დოკუმენტაციას შრომის ინსპექციის სამსახური სწავლობს.

შეგახსენებთ, რომ რესტორნის მფლობელი დაკავებულია. დაკავების მიზეზი კი მისი მხრიდან თანამშრომელზე განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორება გახდა, რომლის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

რესტორან ”რეტროს” მფლობელი მიმტანზე ძალადობს (ვიდეო)

მსგავსი თემები