,,მსოფლიო ტურიზმის დღის მთავარი თემა იქნება მშვიდობა და ტურიზმი, სიმბოლურია, რომ ჩვენი ქვეყანა იქნა არჩეული ღონისძიების ჩასატარებლად”- პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღე საქართველოში აღინიშნება. მისივე თქმით, შემთხვევითი არ არის და სიმბოლურია, რომ ტურიზმის დღის მთავარი თემა იქნება მშვიდობა და ტურიზმი.

„გადაწყდა, რომ 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღე აღინიშნება საქართველოში, რაც რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელი გადაწყვეტილებაა, მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ბატონ ზურაბ პოლოლიკაშვილს და ყველას, ვინც ჩართული იყო აი ამ პროცესში, ეკონომიკის სამინისტროს და ყველას. ჩვენ ღირსეულად ვუმასპიძლებთ ძალიან ბევრი ქვეყნის დელეგაციას. შემთხვევითი არ არის და სიმბოლურია, რომ ტურიზმის დღის მთავარი თემა იქნება მშვიდობა და ტურიზმი და სიმბოლურია, რომ სწორედ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქი იქნა არჩეული ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩასატარებლად“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები