თბილისის საქალაქო სასამართლოში განგაშია, შენობა ყველა მოსამართლეს და თანამშრომელს დაატოვებინეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში განგაშია. როგორც ‘‘მედიაცენტრ მთავარს’‘ ერთ-ერთმა მოსამართლემ განუცხადა, სასამართლოს  შენობა ყველას დაატოვებინეს.

მისი თქმით, აღნიშნულის მიზეზი ის გახდა, რომ მიიღეს ინფორმაცია,  სასამართლოს შენობაში ბომბის არსებობის შესახებ. სასამართლოში ყველა პროცესი და სამუშაო ამ წუთებში შეწყვეტილია. თანამშრომლებმა შენობა სასწრაფო წესით დატოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მობილიზებლია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და გამნაღმველები.

მსგავსი თემები