ევაკუაცია „ისთ ფოინთშიც“ გამოცხადდა, ტერიტორიაზე ნაღმს ეძებენ

საქართველოს თითქმის ყველა ქალაქი დღეს პარალიზებულია, გამნაღმველები მაშველები, კრიმინალური პოლიცია ერთი ობიქტიდან მეორეზე გადადის და სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებაში ნაღმს ეძებენ.

ამ ყველაფრის მიზეზი დღეს მასშტაბურად მიღებული შეტყობინება გახდა, რომ შენობა დანაღმულია. ერთ-ერთი ასეთი ობიექტი სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი“ აღმოჩნდა.

“ისთ ფოინთის” საინფორმაციო ცენტრში დაფიქსირდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ სავაჭრო ცენტრი დანაღმულია. შეტყობინების დაფიქსირებისთანავე, უსაფრთხოების ინსტრუქციის თანახმად მივმართეთ 112-ს. ამ ეტაპზე 112-ის უსაფრთხოების პროტოკოლის შესაბამისად მიმდინარეობს ევაკუაცია და მთელი ღამის განმავლობაში ჩატარდება სამუშაოები. სავაჭრო ცენტრი მუშაობას ხვალ, 10:00 საათიდან განაგრძობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ნაღმის არსებობის შესახებ ინფორმაცია სასამართლოებში, სკოლებში და კიდევ რამდენიმე დაწესებულებაში შევიდა.

 

მსგავსი თემები