,,შესაბამისი სამედიცინო პირობები როგორც კი იქნება, სააკაშვილს გადაიყვანენ პენიტენციურ დაწესებულებაში”- რატი ბრეგაძე

 იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, შესაბამისი სამედიცინო პირობები როგორც კი იქნება, სააკაშვილს გადაიყვანენ პენიტენციურ დაწესებულებაში. მისივე თქმით, რეგულარული კონტაქტი აქვთ „ვივამედის“ სამედიცინო პერსონალთან.

„ზოგადად პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა არ არის საფრთხე, როდესაც ადამიანი არის მსჯავრდებული პატიმარი. შესაბამისი პირობები როდესაც დადგება, ის გადაყვანილი იქნება. ეს საფრთხე არ არის პატიმრის შემთხვევაში. ჩვენ გვაქვს რეგულარული კონტაქტი „ვივამედის“ სამედიცინო პერსონალთან. ბუნებრივია, ყოველდღიურ რეჟიმში ვიგებთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და როგორც მოგახსენეთ, როგორც კი იქნება შესაბამისი პირობები, ვგულისხმობ სამედიცინო პირობებს, რა თქმა უნდა, გადაყვანილი იქნება შესაბამის დაწესებულებაში ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმარი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მსგავსი თემები