,,ეკონომიკური ზრდა გვაქვს საკმაოდ მაღალი”- ირაკლი ღარიბაშილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანას საკმაოდ  მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს. მისივე თქმით, იანვარ-აპრილში ეკონომიკური ზრდა 7.3%-ია, რაც ერთ-ერთი სამაგალითოა მთელ მსოფლიოში.

,,ეკონომიკური ზრდა გვაქვს საკმაოდ მაღალი. ჩვენ აპრილში გვქონდა 7.5% ეკონომიკური ზრდა, რაც მიმდინარე ძალიან რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე არის ძალიან დამაიმედებელი, ძალიან კარგი და ძალიან პოზიტიური. იანვარ-აპრილში ჩვენი ეკონომიკური ზრდა გამოდის, 7.3% რაც ერთ-ერთი სამაგალითოა მთელ მსოფლიოში. ასევე მინდა გითხრათ, რომ აპრილში 20% არის გაზრდილი ექსპორტის მოცულობა და წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსულმა ზრდამ 100%-ს გადააჭარბა”,- ირაკლი ღარიბაშვილი.

მსგავსი თემები