,,შემოვიდა შეტყობინება სკოლის ტერიტორიაზე ბომბის არსებობის შესახებ”- სკოლა განცხადებას ავრცელებს

„ბრიტანულ-ქართულ აკადემია“, სადაც ცოტახნის წინ ევაკუაცია გამოცხადდა განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჩატარებული სამუშაოების შესაბამისად, სკოლის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა.

„5 ივნისს, ბრიტანულ-ქართული აკადემიის ელექტრონულ ფოსტაზე შემოვიდა შეტყობინება სკოლის ტერიტორიაზე ბომბის არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც, დაუყოვნებლივ განხორციელდა სკოლის სრული ტერიტორიიდან ევაკუაცია და მოსწავლეებისა და თანამშრომლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა.

აღნიშნული ფაქტის შესახებ ეცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უწყებას და სკოლის მთლიანი პერიმეტრი შემოწმდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განაღმვის სამსახურის მიერ. ჩატარებული სამუშაოების შესაბამისად, სკოლის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია და მიმდინარეობს გამოძიება. სასწავლო პროცესი ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში აღდგება.“ – ნათქვამია განცხადებაში.

 

თბილისში, ერთ-ერთ სკოლაში ევაკუაცია განხორციელდა

მსგავსი თემები