ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 115 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 236 კი დაშავდა.
CNN-ის ცნობით, ქვეყნის პრემიერმინისტრმა, კასიმ მაჯალივამ განაცხადა, რომ წყალდიდობის შედეგად 10 000-ზე მეტი სახლი დაზიანდა, დაზარალდა 200 000-ზე მეტი ადამიანი.
,,ძლიერმა წვიმამ, რომელსაც თან ძლიერი ქარი ახლავს, ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში სავალალო შედეგები გამოიწვია. დაიღუპნენ ადამიანები, დაზიანებულია სახლები და რკინიგზა”, – ამბობს პრემიერი.
პარალელურად, წყალდიდობა იყო კენიაშიც, რომელსაც სულ მცირე 32 ადამიანი ემსხვერპლა.