,,ვერ მივიღებ ვერცერთ განცხადებას სასამართლოში კორუფციის არსებობის თაობაზე”- ნინო ქადაგიძე

,,ვერ მივიღებ ვერცერთ განცხადებას სასამართლოში კორუფციის არსებობის თაობაზე”- ამის შესახებ იუსტიციის საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნინო ქადაგიძე სანქცირებულ კოლეგებს სრულ თანადგომას უცხადებს.

,,წლების განმავლობაში სასამართლო იდგა არაერთი გამოწვევის წინაშე, მაგრამ მე მინდა ხმამაღლა ვთქვა, რომ არც ერთხელ, არც ერთ ეტაპზე, ისეთი რეალური, ისეთი ნამდვილი და ისეთი ხელშესახები მიღწევა არ ყოფილა, როგორც იყო კორუფციისგან თავისუფალი სასამართლო სისტემა. შესაბამისად, მე ვერ მივიღებ ვერცერთ განცხადებას სასამართლოში კორუფციის არსებობის თაობაზე. ჩემი თხოვნის მიუხედავად, მე არ მომეწოდა არათუ დასაბუთებული მტკიცებულებები, რამედ ვარაუდი და მინიშნებებიც კი იმის თაობაზე, თუ რა გახდა ჩემი კოლეგების კორუფციაში დადანაშაულების საფუძველი, ამიტომ მე მათ ვუცხადებ სრულ თანადგომას”, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

მსგავსი თემები