„მთავრობა დგას სანქცირებული მოსამართლეების გვერდით“ – გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერი, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია სანქცირებული მოსამართლეებისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრასთან დაკავშიებით განცხადებას ავრცელებს.

„მთავრობა დგას სანქცირებული მოსამართლეების გვერდით. ჩვენ ვართ მომსწრე პარტიასა და სასამართლო ხელისუფლებას შორის ზღვარის წაშლის საშიში პრეცედენტის. ორივე – პარტია და სასამართლოს „გავლენის ჯგუფი“ პოლიტიკური კორუფციის და შესაბამისად, ივანიშვილის უკანონო ძალაუფლების წყაროა და გამიზნულად აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის ინტერესს“, – აცხადებს გახარია.

 

მსგავსი თემები