,,ძალიან მძიმე მდგომარეობაშია”- ხათუნა სამნიძე ხაბეიშვილზე

ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი მძიმე მდომარეობაშია. მისი თქმით, ხაბეიშვილი ადეკვატურ განცხადებებს არ აკეთებს.

,,ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ის, რა კრიზისიც არის პარტიაში აისახება მის თავმჯდომარეზე და არ აკეთებს ადეკვატურ განცხადებებს. მიხედოს საკუთარ მანდატებს პარლამენტში და მერე ილაპარაკოს სხვა ოპოზიციონერ კოლეგებზე. არ არიან თანმიმდევრულები პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში და გუშინდელმა აქციამაც დაადასტურა ეს, – განუცხადა ხათუნა სამნიძემ ”ტვ პირველს”.

მსგავსი თემები