,,აბსურდია კორუფციული ბრალდებების წამოყენება, ეს უნდა გასაჩივრდეს აშშ-ის სასამართლოში”- ლევან მურუსიძე

აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლე ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ ფიქრობს აშშ-ს სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვაზე. მურუსიძის თქმით, კორუფციული ბრალდებები აბსურდულია.

,,მე მივესალმები ირაკლი შენგელიას პოზიციას ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენთან მიმართებაში აბსურდია კორუფციული ბრალდებების წამოყენება, რა თქმა უნდა, ეს უნდა გასაჩივრდეს აშშ-ის სასამართლოში. ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით ჩვენ დაგვჭირდება გარკვეულ პროცედურებში გარკვევა და ჩახედვა და მერწმუნეთ რა, რომ, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ… ირაკლიმ ხომ გადაწყვიტა, მე ვფიქრობ მაგასთან დაკავშირებით, მაგრამ პირველი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქართულ საზოგადოებას გავაგებინოთ, რომ რეალურად რაც ხდება ახლა ჩვენთან მიმართებაში და ზოგადად სასამართლო სისტემაში, ეს არის პირდაპირ თავდასხმა მართლმსაჯულების სისტემაზე”, – განაცხადა მურუსიძემ.

,,არ ვაპირებ „კორუმპირებულის“ იარლიყთან შეგუებას”- ირაკლი შენგელია

მსგავსი თემები