,,ზოგიერთს უნდა, იყოს მუხა, ზოგიერთს სურს, იყოს მეხი, ზოგიერთს უნდა, იყოს გაზაფხული”- არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე

,,სრული ჩავარდნა და ლევან ხაბეიშვილის მორიგი ფიასკო”- ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე გუშინდელ აქციას.

მისი თქმით, გუშინდელი აქცია ვერ შედგა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისტორიის გადაწერის მცდელობაზე საკადრისი პასუხი ნახა, მათი ლიდერებიც კი აქციაზე არ მივიდნენ. ეს არის სრული ჩავარდნა და ლევან ხაბეიშვილის მორიგი ფიასკო. რადიკალური ოპოზიციის შიგნით რადიკალური პროცესები ვნახეთ. ვიდრე ბრიფინგი დაიწყებოდა, ორი ოპოზიციონერი იმაზე ჩხუბობდა, ვის უნდა დაეწყო ბრიფინგი. ასევე ვნახეთ, ქოლგის შტაბი, სადაც ის ხალხი შეიკრიბა, ვინც მანამდე ერთმანეთს ვერ იტანდა. ამ შტაბის დაშლაც ვნახეთ. ზოგიერთს უნდა, იყოს მუხა, ზოგიერთს სურს, იყოს მეხი, ზოგიერთს უნდა, იყოს გაზაფხული, მაგრამ როლების განაწილებისას ამომრჩეველს ატყუებენ და იმედგაცრუება მოაქვს ოპოზიციური ამომრჩევლისთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

,,ლევან ხაბეიშვილის მორიგი ფიასკო”- არჩილ თალაკვაძე აქციაზე

მსგავსი თემები