„მეტი ორგანიზება გმართებთ და არა გადაბრალება”, – ოპოზიციონერი დეპუტატი ოპოზიციონერებს

„მეტი ორგანიზება გმართებთ და არა გადაბრალება”, – ოპოზიციონერი დეპუტატი ოპოზიციონერებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ანი წითლიძე საპარლამენტო ოპოზიციას პასუხობს და აცხადებს, რომ ის, რაც მოხდა, სწორედ მათი არაორგანიზებულობის ბრალია.

საუბარია ოპოზიციონერ დეპუტატებზე, რომლებმაც დღეს პრეზიდენტს წერილი გაუგზავნეს და პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა სთხოვეს. დღის ბოლოს კი პრეზიდენტს ისევ მიმართეს და სთხოვეს, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა არ მოიწვიოს. აღნიშნულის მიზეზად კი „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები  – ლევან ხაბეიშვილი და ანი წითლიძე დაასახელეს, რომლებიც დაუგეგმავად ქვეყნიდან გაემგზავრნენ და რიგგარეშე სხდომის მოწვევის შემთხვევაში, ოპოზიციას ხმები აკლდებოდა.

„საგამოძიებო კომისიის შექმნაზე თანხმობა განვაცხადე, მაგრამ თარიღზე ინფორმირებული ნამდვილად არ ვიყავით, ვფიქრობ, კომუნიკაციის პრობლემაა, მეგობრებო – ამიტომ ინიციატორებს მეტი ორგანიზება გმართებთ და არა გადაბრალება. ჩვენი ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში, პოლონეთის მხარის მოწვევით დაგეგმილი იყო ჯერ კიდევ ორი კვირის წინ.

პარლამენტში ანაზღაურებადი მივლინება გვაქვს გაფორმებული. ანუ სისტემაში ეგ ჩანს. მივლინება 10/13 აპრილის ჩათვლით არის.

საგანგებო სხდომის დანიშვნა შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დღეს და ასევე შესაძლებელია მაგ კომისიის შექმნა ნებისმიერ დროს – ისტერიკის გარეშე. ტყუილია, რომ მხოლოდ ჩემი და ხაბეიშვილის გამო ჩავარდა აღნიშნული საკითხი. ჩვენს გარდა კიდევ ორი დეპუტატი არ იქნება ადგილზე თვის ბოლომდე.

ამიტომ ინიციატორებს მეტი ორგანიზება გმართებთ და არა გადაბრალება”, – აცხადებს დეპუტატი წითლიძე.

ოპოზიცია პრეზიდენტს ბოდიშს უხდის და სთხოვს, ხვალ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა არ მოიწვიოს

 

მსგავსი თემები