,,მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში”- ნინო ქადაგიძე

,,ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ დადგა ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში”- ამის შესახებ იუსტიციის საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა შემუშავებულ იქნას ნორმატიული ჩარჩო.

,,ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან ყოველთვის ვინარჩუნებდი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, ყოველთვის ვიყავი ფრთხილი და მოზომილი მათთან ურთიერთობაში. მიმაჩნია, დღეს დადგა მომენტი, როდესაც ვითხოვ უკუგებას მათგან. შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს, შეცდომისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა, მიმაჩნია, რომ შეცდომის აღიარება მხოლოდ ძლიერის თვისებაა. აქედან გამომდინარე, ვიტოვებ იმედს, შესაბამისი თანამდებობის ან შესაბამისი უწყებების მხრიდან საკითხი აუცილებლად გადაიხედება. დამატებით ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ დადგა ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. ყოველ შემთხვევაში, ვთვლი, რომ გარკვეულ სწორ ხედვებზე დაფუძნებული ნორმატიული ჩარჩო შეიძლება იქნას შემუშავებული, რაზეც ბატონ ირაკლისაც ვესაუბრეთ, რომელიც ფაქტობრივად გამორიცხავს სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევას, აგრეთვე მინიმუმადე დაიყვანს სასამართლოში პოლიტიკის გავლენას“, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

მსგავსი თემები