,,ლევან ხაბეიშვილი ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდაა და შეუძლია, სპორტში მიიღოს მონაწილეობა”- ფრიდონ ინჯია

,,ქვეყანაში როცა ომი იყო და ზოგიერთი სიკვდილს უყურებდა, მაშინ ლევან ხაბეიშვილი, შეიძლება, ბაღში დადიოდა. ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდაა და შეუძლია, სპორტში მიიღოს მონაწილეობა,” – ამის შესახებ  „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

მისი თქმით, ხაბეიშვილის მოწვევით აქციაზე 300 ადამიანი იყო.

„პოლიტიკაში, ნახავთ, ერთი წლის შემდეგ ვინ იქნება. მისი მოწვევით აქციაზე 300 ადამიანი იყო, დანარჩენი ჩამოყვანილი იყო და ვისი ფულით, ამას მალავენ“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

წყარო: პირველი არხი.

მსგავსი თემები