თბილისში, მიუსაფარი ძაღლებისთვის თავშესაფარი აშენდება

თბილისში, სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიუსაფარი ძაღლებისთვის თავშესაფარი აშენდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მშენებლობის მიზნით, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და შპს CBD Development-ს შორის ხელშეკრულება ფორმდება. „ძალიან კარგი სიახლე გვაქვს, რაც მუნიციპალიტეტისა და ბიზნესის ურთიერთთანამშრომლობით, პრობლემის გადაჭრას ითვალისწინებს. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და შპს CBD Development-ს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარი აშენდება. ორხევის დასახლებაში, ახვლედიანის II ჩიხში მდებარე 9 231 კვ.მ მიწის ნაკვეთზე,შპს CBD Development-ი, დაახლოებით, ორი…

მეტი...

,,ლევან ხაბეიშვილის მორიგი ფიასკო”- არჩილ თალაკვაძე აქციაზე

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისტორიის გადაწერის მცდელობაზე საკადრისი პასუხი ნახა, მათი ლიდერებიც კი აქციაზე არ მივიდნენ. ეს არის სრული ჩავარდნა და ლევან ხაბეიშვილის მორიგი ფიასკო,”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი  თქმით, გუშინდელი აქცია ვერ შედგა, რადგან შინაარსისგან იყო დაცლილი. „თავადაც იცოდნენ, რომ ეს აქცია წარუმატებლობისთვის იყო განწირული და ასეც მოხდა. არ გამოვრიცხავ, ლევან ხაბეიშვილმა ამის გამო მკაცრი საყვედურები მიიღოს. მერამდენედ ხდება, როცა ის იმუქრება ხან ციხე-სიმაგრეების დანგრევით, ხან ამბობს, რომ საშინელ გაზაფხულს მოაწყობს, ხან ხელისუფლების გადაყენებას აანონსებს, ასეთი არასერიოზული განცხადებები უკვე არც გასაკვირია და არც ახალი. გუშინდელი აქცია ვერ…

მეტი...

აღდგომის ღამეს მეტრო მგზავრებს გახანგრძლივებული დროით, უფასოდ მოემსახურება

აღდგომის ღამეს, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო დილის 04:00 საათამდე იმუშავებს. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამავე ღამეს, 23:00 საათიდან, დამატებითი დროის განმავლობაში, მეტრო მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. გარდა ამისა, კახა კალაძის განცხადებით, 16 და 17 აპრილს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, რომლებიც 08:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით. „აღნიშნულ მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები მგზავრებს მოემსახურება უფასოდ. ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურებიდან – „მარჯანიშვილი“, „დიდუბე“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“, ასევე, სადგურის მოედნიდან, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ,…

მეტი...

გმირთა მოედანზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში ცვლილებები შედის

გმირთა მოედანზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში ცვლილებები შედის. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დაგეგმილია სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგება, გამტარუნარიანობისა და უსაფრთხოების გაზრდა მინიმალური ინფრასტრუქტურული ჩარევით. „მოგეხსენებათ, გმირთა მოედანი ქალაქის ერთ-ერთი პრობლემური სატრანსპორტო კვანძია, სადაც ბევრი ავტომობილი იყრის თავს და გადაადგილება შეუძლებელია, განსაკუთრებით პიკის საათებში. ამ კვანძის ამჟამინდელი გეგმარებით, რამდენიმე მიმართულების კვეთა ხდება დარეგულირების გარეშე – ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან, ასევე, კოსტავას ქუჩისა და თამარ მეფის გამზირიდან, რაც ართულებს ნაკადების შეუფერხებელ გადაადგილებას. კვანძზე შუქნიშნის ობიექტის მოწყობით, არსებული ნაკადები დაიყოფა, რაც გააუმჯობესებს გამტარუნარიანობას. დაგეგმილი ცვლილებები დადებითად აისახება, როგორც კერძო ავტომობილების,…

მეტი...

პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ე.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 აპრილს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1972 წელს დაბადებულ მ.შ.-ს. პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ე.მ. ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს,”- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

მკვლელობა ვარკეთილში – დაკავებულია ერთი პირი

ვარკეთილში მომხდდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. შემთხვევა გუშინ, 9 აპრილს საღამოს მოხდა. მოკლულია 50 წლამდე ასაკის მამაკაცი. მას ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. არსებული ინფორმაციით, მეზობლებს შორის ურთიერთშელაპარაკება ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარედ, მაშინ მოხდა, როდესაც ისინი ქეიფობდნენ. რამ გამოიწვია დაპირისპირება უცნობია.

მეტი...

,,არ ვაპირებ „კორუმპირებულის“ იარლიყთან შეგუებას”- ირაკლი შენგელია

,,ვიწყებ აქტიურ მოქმედებებს, რათა მივმართო აშშ-ის მართლმსაჯულების შესაბამის ორგანოს და სადავო გავხადო ჩემი სანქცირების შესახებ უპრეცედენტო, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება,” – ამის შესახებ  სანქცირებული მოსამართლე ირაკლი შენგელია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ სიმართლე არ დაიკარგება და  სრულად აღიდგენს დარღვეულ უფლებებს. „მინდა, ვაცნობო საზოგადოებას, რომ ვიწყებ აქტიურ მოქმედებებს, რათა მივმართო აშშ-ის მართლმსაჯულების შესაბამის ორგანოს და სადავო გავხადო ჩემი სანქცირების შესახებ უპრეცედენტო, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, კორუფციაში ჩაბმის შესახებ უმძიმესი ბრალდებით, რომელიც ჩემი ღირსებისა და რეპუტაციის წინააღმდეგ არის მიმართული. არ ვაპირებ „კორუმპირებულის“ იარლიყთან შეგუებას. ჩემთვის აშშ-ის ვიზა არ არის მთავარი, შესაძლოა, საერთოდაც…

მეტი...

საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის გამო უკრაინამ ზოგიერთი გეგმა შეცვალა – CNN

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის გამო უკრაინამ ზოგიერთი სამხედრო გეგმა შეცვალა. აღნიშნულის  შესახებ ”სიენენი”ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. მედიისთვის დამატებითი დეტალები უცნობია. პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილის, საბრინა სინგის განცხადებით,  გადაიდგა უწყებათაშორისი ძალისხმევა, რომელიც ფოკუსირებულია იმ ზეგავლენის შეფასებაზე, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ამ დოკუმენტებს აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებაზე და ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებზე. „თავდაცვის დეპარტამენტი აგრძელებს გადაღებული დოკუმენტების ნამდვილობის განხილვას და შეფასებას, რომლებიც ვრცელდება სოციალურ მედია საიტებზე და რომლებიც, როგორც ჩანს, შეიცავს სენსიტიურ და უაღრესად გასაიდუმლოებულ მასალას“, – განაცხადა სინგმა. საიდუმლო დოკუმენტები სოციალურ ქსელში გასულ კვირას გავრცელდა, აშშ-მა ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

მეტი...

კონკურენციის სააგენტომ სწრაფი კვების ბაზარზე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, სწრაფი კვების ბაზარზე მოქმედი კომპანიების დავაზე, შპს  „წერეთლის მექსიკურის“ საჩივრის საფუძველზე, მოკვლევა დაიწყო. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხება ორი კომპანიის მხრიდან –  არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო დარღვევის ფაქტს.  კერძოდ,  მომჩივანი კომპანიის სასაქონლო ნიშნებისა და გარეგნული იერსახის მითვისებას/მიმსგავსებას. ,,ინფორმაციისთვის: საქმის მოკვლევის დაწყებიდან, არაუგვიანეს, 6 თვის ვადაში სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს. საკითხის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, მოკვლევის პროცესი შეიძლება 18 თვემდე გაგრძელდეს. კონკურენციის ეროვნული სააგენტო, მიმდინარე რეჟიმში, მოკვლევის 5 საქმეს განიხილავს – შეთანხმებული ქმედების, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან, კონკურენციის შეზღუდვის სავარაუდო შემთხვევებს –  საავტომობილო საწვავის, თამბაქოს,…

მეტი...

დონეცკის სამი ქალაქი დამპყრობლების თავდასხმის ქვეშაა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, დონეცკის ოლქის სამი ქალაქი, ბახმუტი, მარინკა და ავდეევკა რუსი ოკუპანტების თავდასხმის ქვეშაა. „მტერი აგრძელებს ლიმანსკის, ბახმუტსკის, ავდეევსკის და მარინსკის მიმართულებებზე შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე ფოკუსირებას. დღის განმავლობაში, თითოეული ჯარისკაცის სიმამაცის წყალობით, 40-ზე მეტი მტრის თავდასხმა მოიგერიეს. ბახმუტის მიმართულებით, მტერი აგრძელებს შეტევითი ოპერაციების წარმოებას, ცდილობს ქალაქი ბახმუტის სრული კონტროლის ქვეშ აიყვანოს. გენერალური შტაბის ინფორმაციით, იქ სასტიკი ბრძოლები გრძელდება. დღის განმავლობაში მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარა ბოგდანოვკას დასახლების აღმოსავლეთით და ხრომოვოს მახლობლად. თავდაცვის ძალების ნაწილებმა ფრონტის მითითებულ სექტორზე მტრის 20-მდე შეტევა მოიგერიეს,”- აცხადებენ გენშტაბში. უწყების ცნობით, ლიმანსკის მიმართულებით…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდება

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდება. შეხვედრა უზენაეს სასამართლოში 12:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა მოსამართლეებმა აშშ-ს მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის დასანქცირების შემდეგ მოითხოვეს. ,,დეტალურად წარვუდგენთ ინფორმაციას”- დიმიტრი გვრიტიშვილი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

მეტი...

უკრაინაში გაგზავნილი სლოვაკური „მიგ 29“-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გაუმართავია – სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უკრაინას გადაცემული სლოვაკეთის გამანადგურებელი MiG-29 გაუმართავია და არ შეუძლია საბრძოლო მისიების შესრულება, რადგან რუსმა ტექნიკოსებმა მათი დივერსია განახორციელეს. მინისტრმა იაროსლავ ნადმა განაცხადა, რომ საბრძოლო თვითმფრინავების გატეხილი ნაწილები რუსმა ტექნიკოსებმა დაამონტაჟეს, რომლებიც გასულ წლამდე მუშაობდნენ სლოვაკეთის საჰაერო ძალების ბაზაზე. ”მათ შეუძლიათ ფრენა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ ასევე შეუძლიათ ბრძოლა, პოლიცია იძიებს ჩვენი ეჭვების საფუძველზე.”- განაცხადა იაროსლავ ნადმა.

მეტი...

რუსთავში კაცმა 100 000 დოლარი გაიტაცა

რუსთავში მამაკაცმა 100 000 დოლარი გაიტაცა, რის შემდეგაც ქვეითს დაეჯახა და არხში გადავარდა. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, მამაკაცმა ავტომობილიდან მოტყუებით ჩასვა მგზავრი და მისი კუთვნილი თანხა, 100 000 დოლარი გაიტაცა. შემთხვევის ადგილიდან მალევე მძღოლი გზაზე მოძრავ ქვეითს დაეჯახა, რის შემდეგაც საჭე ვერ დაიმორჩილა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და არხში ჩავარდა. ბრალდებული, 25 წლამდე ახალგაზრდა კი პოლიციამ ადგილზე დააკავა.

მეტი...

მარსელში კორპუსი ჩამოინგრა – დაიღუპა სულ მცირე ორი ადამიანი

საფრანგეთის ქალაქ მარსელში  კორპუსის ნგრევის შედეგად სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა. 8 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. საფრანგეთის საბინაო ადმინისტრაციის ცნობით, ადგილიდან 179 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მარსელის ცენტრში, 4 სართულიანი სახლი 9 აპრილს ჩამოინგრა. გავრცელებული ინფორმაციით, ნგრევას წინ უძღოდა აფეთქება. დაზიანებულია მეზობლად მდებარე სახლებიც.

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 178 820 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გეშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით,  რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 178 820 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასე გამოიყურება:​  ჯარისკაცი – დაახლოებით 178 820; ​ტანკი – 3 637; ჯავშანტექნიკა – 7 028; საარტილერიო სისტემა – 2 750; სარაკეტო სისტემა – 534; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 282; თვითმფრინავები – 307; ვერტმფრენი – 292; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 323; საკრუიზო რაკეტები – 911; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 607; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 311.

მეტი...

ემანუელ მაკრონის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების დრო არ არის

,,უკრაინასთან დაკავშირებით ამჟამად საომარი ამინდია და მოლაპარაკებების დრო არ არის,” – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. ,,მე ვფიქრობ, რომ ჩინეთიც იმავე დაკვირვებას აკეთებს, რასაც ჩვენ, რომ დღეს კვლავ სამხედრო მოქმედებებია. უკრაინელები წინააღმდეგობას უწევენ, ჩვენ კი მათ ვეხმარებით. ახლა მოლაპარაკებების დროს არ არის, თუნდაც ჩვენ ამას ვამზადებდეთ”, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მაკრონმაგამოცემა „ექოსთან“ ინტერვიუში ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ დილოაგის მიზანი უკრაინაში ომის მიმართ მიდგომების კონსოლიდაციაა. „არ შეიძლება, იყოს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა, ვიდრე ევროპაში არიან ქვეყნები, სადაც მეორე ქვეყანაა შეჭრილი ან გაყინული კონფლიქტებია. მაშასადამე, ხედავთ, რომ ამ…

მეტი...

ვარკეთილში მამაკაცი მოკლეს

მკვლელობა ვარკეთილში – არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 9 აპრილს საღამოს, ქუჩაში მოხდა. მოკლულია 50 წლამდე ასაკის მამაკაცი. მას ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ადგილობრივების ინფორმაციით, მეზობლებს შორის ურთიერთშელაპარაკება ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარედ, მაშინ მოხდა, როდესაც ისინი ქეიფობდნენ. რამ გამოიწვია დაპირისპირება უცნობია.

მეტი...

„რუსეთმა ბზობის კვირა მკვლელობებში გაატარა“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა გასულ კვირას 17 უბანს დაარტყა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რუსეთმა მოქალაქეები არც ბზობის კვირას დაინდო. „რუსეთმა ბზობის კვირა ადამიანების მკვლელობებში გაატარა. ქრისტიანული დღესასწაულები კი ხალხს ასწავლის, რომ ბოროტება მარცხდება. არაერთი შენობა დაიბომბა, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ. ერთ გოგონას ირინა ერქვა, წელს 11 წლის გახდებოდა. იგი გარდაიცვალა. მამაკაციც, ვუსამძიმრებ. ქალი ახლა მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოშია. ასე ატარებს ტერორისტული სახელმწიფო ამ ბზობის კვირას. უნდა დავიჯეროთ.  უნდა მივუახლოვდეთ ბოროტების დამარცხებას და ჩვენ ვუახლოვდებით ამ დროს“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

მეტი...

რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის გეგმის პრეზენტაცია  დღეს გაიმართება

რესპუბლიკურ საავადმყოფოში თანამშრომელთა პროტესტი გრძელდება, პარალელურად. დღეს არის დაგეგმილი კონცეფციის წარდგენა, რომელიც საავადმყოფოს დანგრევასა და ის ადგილას ახლის აშენებას ითვალისწინებს. პრეზენტაციას ჯანდაცვის მინისტრ წარადგენს. მას რესპუბლიკური საავადმყოფო მედპერსონალიც დაესწრება. ამის შემდეგ გადაწყდება გაგრძელდება თუ არა საავადმყოფოში პროტესტი. შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები კლინიკის დანგრევას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ კლინიკამ მუშაობა არ უნდა შეწყვიტოს. ისინი რეაბილიტაციას უჭერენ მხარს ისე, რომ კლინიკა ფუნქციონირებდეს.

მეტი...