ამერიკაში დააკავეს მასწავლებელი, რომელმაც 17 წლის სტუდენტს ვაქცინა გაუკეთა

ნიუ-იორკის ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებელმა 17 წლის სტუდენტს ვაქცინა გაუკეთა, რის გამოც ის დააკავეს. ირკვევა, რომ პედაგოგ ქალს ოფიციალური  სამედიცინო კვალიფიკაცია არ ჰქონდა.

სამათალდამცავები ამბოობენ, რომ ლაურა რუსომ ვაქცინის დოზა მოსწავლეს საკუთარ სახლში გაუკეთა, მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდა არც უფლებამოსილება, არც ბიჭის მშობლების თანხმობა.

ასევე სოციალურ ქსელში ფაქტის ამსახველი ვიდეოსც გავრცელდა, რომელშიც მასწავლებელი ამბობს  – “კარგად იქნები, იმედი მაქვს.”

54 წლის ქალი, რომელიც ბიოლოგიას ასწავლის, საახალწლოდ დააკავეს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში  ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

მსგავსი თემები