,,არ გვეშინია არაფრის, პირველად საქართველოს ისტორიაში სასამართლო არის ხელისუფლება”- ლევან მურუსიძე

,,ვდგავართ მაგრად, არ გვეშინია არაფრის, პირველად საქართველოს ისტორიაში სასამართლო არის ხელისუფლება,”- ამის შესახებ აშშ-ის მიერ სანქცირებულმა მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ განაცხადა. მისი თქმით, საბრძოლველად არიან განწყობილები.

,,მინდა მოვუწოდო პირველ რიგში ჩემ კოლეგებს, რომ იყვნენ მშვიდად, არავინ ისეთ მძიმე მდგომარეობაში არ არის რეალურად, მორალური ტერორით, ზოგადად წლების განმავლობაში რაც ხდებოდა ჩემ წინააღმდეგ, პირადად მიხეილ ჩინჩალაძის წინააღმდეგ, პირადად ვინც არიან დასანქცირებული. მერწმუნეთ, ვდგავართ მაგრად, არ გვეშინია არაფრის, პირველად საქართველოს ისტორიაში სასამართლო არის ხელისუფლება, კარგი მოსამართლეები ყოველთვის იყვნენ, მაგრამ არასდროს საქართველოს ისტორიაში, საქართველოს არ ჰყოლია სასამართლო როგორც ხელისუფლება, ზუსტად ამაზე იყო გათვლა, როდესაც ფიქრობდნენ, რომ დაასანქცირებდნენ მოქმედ მოსამართლეებს, ჩვენ თავს ჩავღუნავდით, რადგან კორუფციის იარლიყს მოგაკრავდნენ, ვერ გავბედავდით ხმამაღლა გველაპარაკა, ამიტომ ვართ განწყობილი საბრძოლველად, ვფიქრობთ, რომ ვართ მართლები. მიგვაჩნია, რომ სასამართლო ეს არის ხელისუფლება, რომლის საქმიანობაში არავინ არ უნდა ჩაერიოს, როგორც არ უნდა მეგობრული ქვეყანა იყოს, თუ ასე შემდეგ, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ იქნება ყველაფერი კარგად”, – განაცხადა მურუსიძემ.

მსგავსი თემები