ოპოზიცინერი დეპუტატები პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით მიმართავს

ოპოზიციონერი დეპუტატები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს  რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით მიმართავს.  თამარ კორძაიას განცხადებით, დღეს პრეზიდენტს გაეგზავნება წერილი, რათა ხვალ მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა.

,,მივმართავთ დღეს, საქართველოს პრეზიდენტს, რომ მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა, რათა ჩვენ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში და პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან დავიწყოთ საჯარო საზოგადოების წინაშე გამჭვირვალე გამოძიება სასამართლო სისტემაში არსებული მანკიერების და კორუფციის წინააღმდეგ”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

 

მსგავსი თემები