,,რუსეთის დროშა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ აღიმართება”- ზელენსკი

,,რუსეთის დროშა  უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ აღიმართება,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” წერს.

,,ტერორისტული სახელმწიფო ვერ გადაიტანს ყველას ერთიანობას, ვინც აფასებს თავისუფლებას. ოკუპანტი დაშინებას და ტერორს ევროპისთვის ახალ ნორმად არ აქცევს. ისინი ვერავის დაარწმუნებენ, რომ მკვლელობა და ძარცვა ჯობია კანონით ცხოვრებას და თანამშრომლობას. რუსეთის დროშა კი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ აღიმართება,”- წერს ზელენსკი.

მსგავსი თემები