„ჩემი ხაბე არის მსხვერპლი, ჩემი ხაბე მოატყუეს”- ირაკლი ზარქუა

„ჩემი ხაბე არის მსხვერპლი, ჩემი ხაბე მოატყუეს და ასე შეატოვეს აქცია” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. როგორც ზარქუამ აღნიშნა, ლევან ხაბეიშვილს ”ხელი შეაწმინდეს”.

„ჩემი ხაბე არის მსხვერპლი, ჩემი ხაბე მოატყუეს და ასე შეატოვეს აქცია. მე მაგალითად, დეკემბერში მაქვს დაბადების დღე და ჩემს ხაბეს ვეპატიჟები, თამადად მინდა დავნიშნო, იქ გაცილებით მეტი ხალხი შეიკრიბება. არ შეიძლება ასე, მობილიზება თვეზე მეტია დაწყებული აქვთ და ბოლოს, რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა – ეს ხომ ნონსენსია. აბუჩად იგდებენ ამ ადამიანს და მთლად ასეც არ მემეტება ჩემი ხაბე, რომელიც გარემოცვის მსხვერპლია, სადაც აირჩიეს და დაარწმუნეს, რომ ნამდვილად ლიდერია და თავმჯდომარეა. იმ მელიას რას ერჩოდნენ, ამაზე მეტი კი გამოჰყავდა იმ კაცს და მეტი ძალა არ აქვთ და რა უნდა ქნან?

სხვათა შორის, ეს არ იყო მარტო „ნაციონალური მოძრაობის“, ეს იყო მთელი ე.წ. ტროიკის, ყველასი ერთად ორგანიზებული აქცია, რომ გადაიმალნენ ახლა, რომ რცხვენიათ და გარეთ ვერ გამოდიან – ახლა ხაბეიშვილს შეაწმინდეს ხელი, ხაბე რა შუაშია? ხაბე მსხვერპლია მანდ. რადიკალურ ოპოზიციას, კიდევ ერთხელ, ქართველმა ხალხმა გაგილაწუნათ სახეში და გითხრათ, რომ თქვენი ადგილი, რადიკალიზმის ადგილი, ქართულ პოლიტიკაში არ არის და არ იქნება. ვერასდროს გახდებით თქვენ ვერც გმირები, ვერც წინამძღოლები და ვერც „ეროვნული მოძრაობის“ წარმომადგენლები – მერამდენედ დაარქვეს ხომ ეროვნული მოძრაობა? როგორ ცდილობენ, ყველაფერი გააუფასურონ, რაც წმინდაა ჩვენი საზოგადოებისთვის – არ გაიშვას თქვენი გმირობა.“ – განაცხადა ზარქუამ.

მსგავსი თემები