,,კელი დეგნანთან მქონდა დახურული შეხვედრა” – ნინო ქადაგიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ნინო ქადაგიძის განცხადებით, აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნან შეხვდა.  მისი თქმით, დახურული ტიპის შეხვედრა პარასკევს გაიმართა.

„ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, ჩვენ არავის არავისგან არ ვიცავთ, მათ შორის, არც აშშ-ისგან. ჩვენ ვითხოვთ მტკიცებულებებს. იცით, ძალიან ხშირად არ ვსაუბრობ იმ კულუარულ ვითარებებზე, რაც ხდება სასამართლოს შიგნით. აქედან გამომდინარე, ცალსახად განგიმარტავთ, რომ ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება ბრალად დასდო მოსამართლეს, ეს არის კორუფციული დანაშაულის ჩადენა და ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება იყოს სასამართლოს დისკრედიტაციის თვალსაზრისით, არის ის, რომ სასამართლო კორუმპირებულია. აქედან გამომდინარე, ხაზგასმით აღვნიშნავ, პირადად მქონდა შეხვედრები და თხოვნა, წარმოდგენილიყო არათუ პირდაპირი მტკიცებულებები, არამედ მინიშნება, რას ედავებიან და რაში სდებენ ბრალს ჩვენს სამ მოსამართლეს. პასუხი ამაზე არის ასეთი – ეს არის ღია, საჯარო ინფორმაციები. თუ თქვენ მიმითითებთ, რომელია ეს ღია, საჯარო ინფორმაციები, მაშინ დაგეთანხმებით, რომ ვინმესგან დასაცავი გვაქვს თავი. არავისგან არ გვაქვს თავი დასაცავი არცერთ ეტაპზე და არცერთ მოცემულობაში. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ელჩთან. პარასკევს კელი დეგნანთან მქონდა დახურული ტიპის შეხვედრა“, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

მსგავსი თემები