„პრეზიდენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს ღირსების ორდენი უნდა ჩამოართვას“ – ანა დოლიძე

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინალაძეს ღირსების ორდენი უნდა ჩამოართვას. საუბარია უვადოდ გამწესებულ მოსამართლეზე, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციებში მოაქცია.

„მისასალმებელია, როდესაც ჩვენი გადასახადები ქვეყნისთვის დადებითი მაგალითების შექმნასა და აღიარებაში იხარჯება. ამავე დროს, დროა პრეზიდენტის „ღირსების“ ორდენს ნამდვილი ღირსება შევძინოთ. სანქცირებულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს 2005 წელს მიღებული აქვს „ღირსების ორდენი“. ვფიქრობ, ზუსტად ახლა, სალომე ზურაბიშვილმა მას ეს ორდენი უნდა ჩამოართვას. ჯილდოს ჩამორთმევის პრეცედენტი არსებობს, ეს სწორედ სალომე ზურაბიშვილს აქვს გაკეთებული და კანონიც იძლევა ასეთ საშუალებას „შეურაცხმყოფელი საქციელისთვის“, – აცხადებს დოლიძე.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ჩინჩალაძესთან ერთად, დასანქცირდა ორი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე.

 

მსგავსი თემები