სირიაში გადაარჩინეს და-ძმა, რომლებმაც 17 საათი გაატარეს ნანგრევებში

სირიაში გადაარჩინეს და-ძმა, რომლებმაც 17 საათი გაატარეს ნანგრევებში. ამ ხნის განმავლობაში 10 წლის და თავზე ხელს აფარებდა თავის პატარა ძმას და ასე ცდილობდა მის დაცვას. ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში ორშაბათს მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად მინიმუმ 4 940 ადამიანი დაიღუპა. თურქეთის კატასტროფების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ქვეყანაში მიწისძვრას მინიმუმ 3 381 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 20 000-ს აჭარბებს.

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილი იზიარებს აზრს, რომ სტრასბურგს მიმართონ და ბრძოლა გაგრძელდეს”- გიული ალასანია

,,მოულოდნელი იქნებოდა განსხვავებული გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, ეს რაც მოხდა სრულიად კანონზომიერი იმ სისტემაში და იმ რეჟიმში, რომელშიც ჩვენ ვართ”, – ასე ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია  ექსპრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი აბსოლუტურად იზიარებს პოზიციას, რომ გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს. “აბსოლუტურად იზიარებს ამ აზრს, რომ უნდა სტრასბურგს მიმართონ და ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. გუშინდელ გადაწყვეტილებაში ადრეც არ ეპარებოდა ეჭვი, არ ეპარებოდა ეჭვი არც ადრე. მოულოდნელი იქნებოდა განსხვავებული ის რო ყოფილიყო, ეს რაც მოხდა სრულიად კანონზომიერია იმ სისტემაში, იმ რეჟიმში, რომელშიც ჩვენ…

მეტი...

,,ძალიან უხერხულია ხელფასიან ბოიკოტში ყოფნა”- ლევან იოსელიანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“

,,ძალიან უხერხულია ამ ხელფასიან ბოიკოტში ყოფნა,” -ასე ეხმიანება პარტია „მოქალაქეების“ წევრი, ლევან იოსელიანი „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, პარტია საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. „ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ევროპელები გვეუბნებიან, ეს ერთი. მეორე, ძალიან უხერხულია ამ ხელფასიან ბოიკოტში ყოფნა. თუ უნდათ, რომ უარი თქვან საპარლამენტო ცხოვრებაზე, მაშინ უარი თქვან მანდატებზე და ეს უფრო სწორი და გასაგები იქნება ყველასთვის. თან არაფერი აკეთო ამ შენობაში და თან ყველა პრივილეგიით ისარგებლო ეს მგონი ძალიან უხერხულია“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.  

მეტი...

,,საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ვერ იქნება ეფექტური”- ნიკა მელია

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ვერ იქნება ეფექტური. მისი თქმით, ბოიკოტირს რეჟიმით მხოლოდ “ქართულ ოცნებას” შეექმნება კომფორტი. “რეალობის სწორი აღქმით და პრაგმატული გეგმით უნდა ვიმოქმედოთ, რომ მივიღოთ შედეგი. საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ვერ იქნება ეფექტური ამ შემთხვევაში. თუ პარტია რჩება პარლამენტში, მაშინ დეპუტატებმა უნდა იბრძოლონ შენობის შიგნით და შექმნან დისკომფორტი. თუ პარტია გამოდის პარლამენტიდან – უნდა გამოვიდეს და პარლამენტარები ბრძოლაში უნდა ჩაერთონ პარლამენტის გარედან. ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით – კომფორტს ვუქმნით მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას”, – წერს ნიკა მელია. ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო საქმიანობა შეწყვიტა და…

მეტი...

,,დადგა დრო გაბრაზების”- „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო საქმიანობას ოფიციალურად წყვეტს – ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე,  პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით, ბეჟაშვილი აცხადებს, რომ ”ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ სასამართლო ფიქცია და პოლიტიკური შურისძიების იარაღია”. „გუშინ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, გაფორმდა რუსი ოლიგარქიული რეჟიმის მიერ მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამების, არაადამიანური მოპყრობისა და განზრახ მკვლელობის აქტი. სასამართლოს დამოუკიდებლობა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვტილებებით იზომება. ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო ფიქციაა…

მეტი...

საპარლამენტო საქმიანობას „სტრატეგია აღმაშენებელიც“ წყვეტს

საპარლამენტო საქმიანობას „სტრატეგია აღმაშენებელიც“ წყვეტს. ამის  შესახებ პარტიის წევრმა პაატა მანჯგალაძემ „ინტერპრესნიუსთან” განაცხადა. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებულ აქციებში მათ მონაწილეობას, როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ იქნება ყველგან, სადაც ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის, ქვეყნის ევროპული მომავლის და უკრაინის მხარდაჭერის საკითხი დადგება. „ჩვენ ვამბობთ, რომ საჭიროა ერთიანი სამოქმედო გეგმა, კოორდინაცია მაინც ოპოზიციურ პარტიებს შორის, რასაც ჯერ ვერ ვხედავთ, მაგრამ ახლა რა მოცემულობაც არის, გადავდგამთ ამ ნაბიჯს, რომ შევწყვეტთ საპარლამენტო საქმიანობას და შევეცდებით საერთო სამოქმედო გეგმა იყოს. თუ ასეთი გეგმა ვერ ვნახეთ, ვიტოვებთ უფლებას, რომ რასაც საჭიროდ ჩავთვლით, ის გავაკეთოთ,”- განაცხადა…

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილის პრობლემა გადაიჭრება საერთაშორისო წნეხის შედეგად”- სალომე სამადაშვილი

,,ვიღაცის სახლთან მივარდნა და აქციის გამართვა არც მიხეილ სააკაშვილის პრობლემის გადაჭრას უწყობს ხელს და არც საერთაშორისო წნეხის გაზრდას,” – ასე ეხმიანება„ლელოს“ წევრი, სალომე სამადაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციებს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის პრობლემა გადაიჭრება საერთაშორისო წნეხის შედეგად. „სააკაშვილის საკითხზე პოზიციას დიდი ხანია, ვაფიქსირებთ, რაც ცნობილია და ყველა ტრიბუნიდან ვაფიქსირებთ, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებასთან. ჩვენ გვჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილის პრობლემა გადაიჭრება საერთაშორისო წნეხის შედეგად. რამდენად ხელს უწყობს ის პროცესები, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაანონსა ამ საერთაშორისო წნეხის გაზრდას, ვერ გეტყვით, ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება. „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევანია, როგორ იბრძვიან ისინი და…

მეტი...

თურქეთში საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს ეძებენ

თურქეთში საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას განცხადებით, მიწისძვრის შემდეგ დაკარგულ საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს ეძებენ. ელჩი თურქეთშო მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, შეძლებისდაგვარად კონტაქტზე იყვნენ საელჩოსთან და ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდონ. ,,თითქმის ყველა ვიპოვეთ, თითქმის იმიტომ ვიძახით, რომ დღეს დილით შემოგვივიდა ზარი და ერთ მოქალაქეს ვეძებთ, მხოლოდ ეს არის. სადღაც რამდენიმე ათეული მოქალაქე ნაპოვნია. შედარებით მცირე ბიძგებია, გადაკეტილია იქაურობა, ჯერჯერობით ჩვენები ვერ გამოდიან, თუ ინდივიდუალურად რამე არ მოხერხდა. ამ ეტაპზე იქ შეღწევა პრაქტიკულად გამორიცხულია”, – განაცხადა  ელჩმა.

მეტი...

ჯო ბაიდენი უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე პოლონეთში ვიზიტს გეგმავს – მედია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, თებერვლის ბოლოს უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე პოლონეთში ვიზიტს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას NBCnews სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ცნობისთვის, ბაიდენმა ჟურნალისტებთან იანვრის ბოლოს განაცხადა, რომ არაა დარწმუნებული ეწვევა თუ არა ევროპას უახლოს თვეში.

მეტი...

ხანძარი სავაჭრო ცენტრ „პანდას“ ტერიტორიაზე – დამწვარია რამდენიმე მაღაზია

წერეთელზე, სავაჭრო ცენტრ „პანდას“ ტერიტორიაზე ხანძარი იყო. დამწვარია რამდენიმე მაღაზია. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და დასაქმებულებს შესვლა ეკრძალებათ. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

,,მაინც გავიყვან და გადავარჩენ სააკაშვილს”- შალვა ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ექსპრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება. „სამწუხაროდ კიდევ ერთხელ დაინახა მსოფლიომ, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა არ აქვს! მაინც გავიყვან და გადავარჩენ სააკაშვილს, მთლად თავდაყირა, რომ დადგეს ქართული კვაზი ,,მართლმსაჯულება”! კარგი იყო ეს ქართველი მოსამართლის ხელით მომხდარიყო“, – წერს შალვა ხაჭაპურიძე.

მეტი...

საქართველო, სემეკის ორგანიზებით, ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმს უმასპინძლებს

საქართველოში პირველად, ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი გაიმართება, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) უმასპინძლებს. 2026 წელს, ქ. თბილისში მსოფლიოს მასშტაბით ენერგეტიკის სექტორის უმსხვილესი ფორუმის ჩატარებას ევროპისა და სხვადასხვა ქვეყნის წამყვანმა ენერგეტიკულმა ორგანიზაციებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში ქ. თბილისს 1000-ზე მეტი მაღალი რანგის დელეგატი ეწვევა. კერძოდ, რიგით მეცხრე მსოფლიო ენერგეტიკულ ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ევროპისა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ენერგეტიკული გაერთიანების, ასოციაციების წევრი ქვეყნები, სამთავრობო უწყებების,ენერგეტიკული და დონორი ორგანიზაციების პირველი პირები. ფორუმზე იმსჯელებენ მსოფლიო მასშტაბით ენერგეტიკის სექტორში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე, საინვესტიციო საკითხებსა და განახლებადი…

მეტი...

სირიაში მიწისძვრის შემდეგ, ერთ-ერთი ციხიდან მინიმუმ 20 პატიმარი გაიქცა

სირიის ჩრდილო-დასავლეთით, თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქ რაჯოს ციხიდან, სულ მცირე, 20 პატიმარი გაიქცა. უცხოური მედიის ინფორმაციით, 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრამ, რომელსაც რეგიონში ათობით ბიძგი მოჰყვა, ციხის კედლები და კარი დააზიანა. “მიწისძვრის შემდეგ, ქალაქი რაჯო დაზარალდა, რის შემდეგაც პატიმრებმა დაიწყეს აჯანყება და აიღეს კონტროლი ციხის ნაწილებზე…დაახლოებით 20 პატიმარი გაიქცა. ისინი, სავარაუდოდ, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები არიან”, – განუცხდა მედიას წყარომ.  

მეტი...

საპარლამენტო ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის გაცემის თაობაზე საქართველოს პარლამენტის აპარატის განცხადებას ავრცელებს

2023 წლისთვის საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მიღების თაობაზე განაცხადები 2023 წლის 7 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით მიიღება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის აპარატის ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2023 წლისთვის საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია გაიცემა 2023 წლის 1-ელი მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციას გასცემს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი. „საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია გაიცემა საქართველოში რეგისტრირებული მასობრივი ინფორმაციის საშუალების ჟურნალისტზე. აკრედიტაციის მიზნებისთვის ჟურნალისტად მიიჩნევა რეპორტიორი, ოპერატორი, ფოტოგრაფი, ტექნიკური მომსახურების გამწევი პერსონალის წევრი, გადამღებ ჯგუფად – ერთი რეპორტიორისა და ერთი ოპერატორისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – აგრეთვე ტექნიკური მომსახურების გამწევი პერსონალის სათანადო რაოდენობის წევრისგან შემდგარი…

მეტი...

,,საქართველო, შენ წამართვი ჩემთან ახლოს მყოფი ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი”- ლიზა იასკო

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ლიზა იასკო სოციალურ ქსელში საქართველოს ექსპრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება. „ამ დროშის გვერდით ამდენი ხანი ვცხოვრობდი და ვცხოვრობ, მაგრამ მხოლოდ ახლა მომეჩვენა ეს დროშა სისხლიანი, სისხლით გაჟღენთილი. ეს აქამდე არ დამინახავს. საქართველო, შენ წამართვი ჩემთან ახლოს მყოფი ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი. შენ ყველაფერი წაიღე, რაც ჩვენი იყო. მას უკვე სხვა რეალობა აქვს, სუსტადაა, ეს არ არის შენთვის საკმარისი? დღეს ქართულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე უარი თქვა“, – წერს იასკო სოციალურ ქსელში.

მეტი...

,,რუსეთი უკვე იხვეწება მოლაპარაკებებს”- ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, კრემლში ესმით, რომ უკრაინაში მიზნებს ვერ მიაღწევენ, ამიტომ უკვე მოლაპარაკებებს იხვეწებიან. „ახლა ცდილობენ გააცნობიერონ, რომ არ აქვთ უნარი მიაღწიონ იმ მიზნებს, რაც დასახეს ჩვენი ქვეყნის ხელში ჩაგდებისთვის. ამიტომ, დღეს ისინი იხვეწებიან. ისინი ახლა დიდ სამუშაოს ატარებენ გარკვეულ ჯგუფებთან, რათა შევიდნენ მოლაპარაკებებში. უკვე ბრაზილია და ვინ აღარ არის ჩართული შუამავლობაში – “მოდით, მოვილაპარაკოთ, რომ როგორმე გადავწყვიტოთ ეს საკითხი”, – განაცხადა დანილოვმა. დანილოვის თქმით, უკრაინას ოთხი მოთხოვნა აქვს. „ყველა ჩვენი ტერიტორიის გათავისუფლება, რომელიც ამჟამად დროებით ოკუპირებულია. იმ ადამიანების ტრიბუნალის წინაშე წარდგენა, რომლებმაც…

მეტი...

იანვრის თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვების და ტრანსპორტირების 104 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის იანვარის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 104 ფაქტი გამოავლინეს. ჯამში, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 333,361 კუბური მეტრი მერქანი, მათ შორის, 118,67 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქანი, ხოლო 214,691 კუბური მეტრი მოცულობის სამასალე მერქანი, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან, 30 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 7 – ქვემო ქართლის, 4 – მცხეთა-მთიანეთის, 13 – შიდა ქართლის, 10 – სამცხე-ჯავახეთის,…

მეტი...

საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია – ელჩი

თურქეთში საქართველოს ელჩი, გიორგი ჯანჯღავა  ადასტურებს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია. ,,ჩვენი მოქალაქე, სამწუხაროდ, ორი მოქალაქეა გარდაცვლილი, ჩვენ მოქალაქეებთან კავშირი გვაქვს შეძლებისდაგვარად, რაც შეგვიძლია. ყველა დაკარგული, ვიზეც გვქონდა ინფორმაცია, რომ არიან დაკარგულები ყველა ვიპოვეთ, მათ შორის ჩვენ ფეხბურთელებსაც მივაკვლიეთ. იმ ზონაში შეღწევა ძალიან რთულია, ამიტომ მე მოვუწოდებ ყველას რამენაირად მოგვაწვდინონ ხმა სად არიან, როგორ არიან”, – განაცხადა ელჩმა. ცნობისთვის, ქალაქ ანთაქიაში მიწისძვრის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა.

მეტი...

თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა –  აშშ-ის გეოლოგიური კვლევის ცენტრის ინფორმაციით, ბიძგის სიმძლავრემ 5.5 შეადგინა. ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ გოლბასისთან მდებარეობდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 06:13 საათზე მოხდა. საფრანგეთში მდებარე ევროპისა და ხმელთაშუაზღვის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით,  ბიძგის სიმძლავრე 5.6 მაგნიტუდა იყო.  

მეტი...

თურქეთსა და სირიაში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 4 300-ს გადააჭარბა

6 თებერვალს, გამთენიისას 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას თურქეთსა და სირიაში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 4 300-ს გადააჭარბა. თურქეთის ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 2 921 ადამიანი, სულ მცირე 15 834 კი დაშავდა. რაც შეეხება სირიას, დაღუპულია 1 451 ადამინი, 3 531 კი დაშავდა. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუათ ოქტაის განცხადებით, ქვეყანაში დაფიქსირდა 243 განმეორებითი ბიძგი, რომელთა ნაწილის სიმძლავრე 7 მაგნიტუდას აღემატებოდა. სტიქიამ დაანგრია 6 200-ზე მეტი შენობა.

მეტი...

,,აღმოსავლეთ ანატოლიის რღვევა გააქტიურდა”- თეა გოდოლაძე

სეისმოლოგი თეა გოდოლაძე თურქეთსა და სირიაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას ეხმიანება. მისი თქმით, აღმოსავლეთ ანატოლიის რღვევა გააქტიურდა. ,,არანაირ მოკლევადიან პროგნოზს არ ვაკეთებ და არ აკეთებს არცერთი თავმოყვარე სეისმოლოგი. უბრალოდ გიხსნით. ხაზები სადაცაა რუკაზე, მაგალითად იასამნისფერი ხაზი, არის არაბეთის ფილაქნისა და თურქეთის ბლოკის საზღვარი, რომელსაც ეწოდება აღმოსავლეთ ანატოლიის რღვევა. სწორედ ეს რღვევა გააქტიურდა. წრეები სადაცაა, ისაა მიწისძვრები, რომელიც ახლა ხდება და ხედავთ რომ ზუსტად ემთხვევა აღმოსავლეთ ანატოლიის რღვევის მარცხენა დაბოლოების ორკაპს. ამას ქვია მარას სამმაგი შეერთება. მკვდარი ზღვის რღვევის გამო. ათასი რამ ვრცელდება, საქართველოდან შორსაა, განსხვავებული ტექტონიკური ერთეულია, ჩვენ სხვა სისტემა ვართ.…

მეტი...

შეფერხება მეტროში – რა ხდებოდა ადგილზე

რამდენიმე წუთის წინ მეტროში ტექნიკური შეფერხება იყო. არსებული ინფორმაციით, მაღალი ძაბვის გამო გაითიშა სამი მეტროსადგურის ესკალატორი: ნაძალადევი, მარჯანიშვილი და სადგურის მოედანი. არსებული ინფორმაციით, პრობლემა მალევე აღმოიფხვრა და ამ წუთებში მოქალაქეები შეუფერხებლად მგზავრობენ.

მეტი...

თურქეთში მიწისძვრის შედეგად 2300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

თურქეთში ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 310-ს გადააჭარბა, დაშავებულია 13 200-ზე მეტი ადამიანი. 6 თებერვალს, გამთენიისას 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ ქაჰრამანმარაშთან დაფიქსირდა. ბიძგები იყო თურქეთის ათამდე პროვინციაში, მათ შორის გაზიანთეფში, დიარბაქირში, ადანაში, სანლიურფაში, ჰათაიში, მალათიასა და ქილისში. მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 წუთზე დაფიქსირდა 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუათ ოქტაის ინფორმაციით, ქვეყანაში დაფიქსირდა 145 განმეორებითი ბიძგი, რომელთა ნაწილის სიმძლავრე 7 მაგნიტუდას აღემატებოდა.

მეტი...

„არ დავნებდებით და არ ჩაგაბარებინებთ ჩვენს ქვეყანას“  – აქცია ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან

ამ წუთებში, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრის სახლთან საპროტესტო აქციას მართავენ. აქცია მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის შემდეგ დაიგეგმა. ადგილზე მობილიზებული საპატრულო პოლიცია. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა აქციაზე განაცხადა, პროტექსტი დღეს დაიწყო, რომელიც ხვალ მთავრობის კანცელარიასთან გაგრძელდება. „არ დავნებდებით და არ ჩაგაბარებინებთ ჩვენს ქვეყანას“ – განაცხადა ხაბეიშვილმა

მეტი...