,,ესტონეთი მზადაა, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობისთვის სამედიცინო ექსპერტიზა უზრუნველყოს”- ურმას რეინსალუ

,,ესტონეთი მზადაა, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობისთვის სამედიცინო ექსპერტიზა უზრუნველყოს,” – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ განაცხადა.

„შეშფოთებულები ვართ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო და მოგიწოდებთ მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მიეცეს. ესტონეთი მზადაა, მისი მკურნალობისთვის სამედიცინო ექსპერტიზა უზრუნველყოს. ეს ნაბიჯი ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოებაში პოლარიზაციის შესამცირებლად“, – ნათქვამია ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებაში.

მსგავსი თემები