,,ბრძოლა გაგრძელდება და ბევრად მეტზეა საუბარი, ვიდრე უბრალოდ ჩემი ბედი”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა”ვივამედიდან” წერილს ავრცელებს, სადაც წერს, რომ ბრძოლა გაგრძელდება.

მისი თქმით, ახლა დიდი გეოპოლიტიკური საკითხები წყდება და ქართველები აქტიურად უნდა გამოხატავდნენ თავის პოზიციას.

“მადლობა ყველა პატიოსან ექსპერტს, მარიამ ჯიშკარიანის გუნდს, ყველა ადვოკატს, შალვა ხაჭაპურიძეს, ზურაბ ვანიშვილს, ვალერი გელბახიანს, ამ დიდი უსამართლობისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. დიდი მადლობა ყველა პოლიტიკოსს სოლიდარობისა და ადამიანურობისთვის.

ეს ბრძოლა გაგრძელდება და ბევრად მეტზეა საუბარი, ვიდრე უბრალოდ ჩემი ბედი. დიდი გეოპოლიტიკური საკითხები წყდება და უკრაინასთან ერთად ყველა სწორი ძალა გაიმარჯვებს და ბოროტება დამარცხდება. მაგრამ ქართველები გულხელდაკრეფილები არ უნდა ელოდნენ, არამედ აქტიურად გამოხატავდნენ თავის პოზიციას”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი თემები