თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა შესაძლოა 20 000 გადააჭარბოს – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა შესაძლოა 20 000 გადააჭარბოს.

მათი განცხადებით,  ნანგრევების ქვეშ მოყოლილთა გადარჩენას საგრძნობლად ართულებს განადგურებული შენობების რაოდენობა და ამინდი.

ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5 ათასს გადააჭარბა.

მსგავსი თემები