თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად  23 მილიონი ადამიანი დაზარალდა – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრისა და ორასზე მეტი განმეორებითი ბიძგის შედეგად, 23 მილიონი ადამიანი დაზარალდა. დაზარალებულებს შორის  1.4 მილიონი ბავშვია.

მათივე ცნობით, თურქეთს კრიზისთან გასამკლავებლად რესურსები და შესაძლებლობები აქვს, სირისგან განსხვავებით.

“ეს კრიზისი ქვეყანაში უკვე არსებულ რამდენიმე კრიზისს დაემატა”, – აღნიშნავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში და განმარტავენ, რომ სირიაში მიწისძვრამდეც არსებობდა ჰუმანიტარული კრიზისი სამოქალაქო ომისა და იქ გავრცელებული ქოლერას ეპიდემიის გამო.

ბოლო ინფორმაციით, დამანგრეველ მიწისძვრებს ორივე ქვეყანაში 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი თემები