,,ხვალიდან იქნება პროტესტი ყველგან, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის სახლთან, ღარიბაშვილთან, ბრეგაძესთან”- ლევან ხაბეიშვილი

,,პუტინის მსახურებმა, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მარიონეტულმა რეჟიმმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ ძალიან მძიმე დღეები ელოდებათ წინ,”-  ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან განაცხადა.

მისი თქმით, დღეს, 21:00 საათზე, პარტიის ოფისში ბრიფინგს გამართავს და საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას, თუ სად და როდის გაიმართება საპროტესტო აქციები.

,,პროტესტი იქნება ყველგან, სადაც ეს ადამიანები იქნებიან და მშვიდობიანად, ლაღად, როგორც აქამდე აკეთებდნენ სხვადასხვა ადგილებში შეკრებას, სხვადასხვა ადგილებში ბრიფინგების გამართვას, ასე ვერ იქნება და ვერ გაგრძელდება. ასევე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, დღეს 21:00 საათზე საგანგებო განცხადება გაკეთდება პარტიაში და საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით სხვადასხვა რაიონში, ქალაქში კონკრეტულ ლოკაციებს, საათებს, კონკრეტულ დღეებს ცხადია ხვალიდან. პროტესტი იქნება ყველგან, მათ შორის დედაქალაქში, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის სახლთან, მათ შორის ღარიბაშვილთან, ბრეგაძესთან, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, მათ შორის სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში, ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ვართ ასეთ მდგომარეობაში, როცა პუტინის დავალებით კლავენ პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს”, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები