მთავრობამ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელები უკან გაიწვია

საქართველოს მთავრობის მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებზე საქმის წარმოება საკონსტიტუციო სასამართლოში შეწყდა. აღნიშნულის შესახებ საკონსტიტუციოს მიერ 6 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებებშია საუბარი.

როგორც ირკვევა, მთავრობამ პრეზიდენტის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელები, უკან 2023 წლის 11 იანვარს გაიტანა.

ცნობისთვის, მთავრობამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გასული წლის 10 ივნისს მიმართა. მთავრობის თქმით,  პრეზიდენტმა არაერთხელ დატოვა რეაგირების გარეშე მთავრობის მიერ დასანიშნად წარდგენილი ელჩების კანდიდატები და ითხოვდა განმარტებას, დიპლომატების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

მსგავსი თემები