თურქეთის 10 პროვინციაში 3 თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ქვეყნის 10 პროვინციაში 3 თვით გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.

“ათი პროვინცია, სადაც მიწისძვრა მოხდა, გამოვაცხადეთ კატასტროფის ზონად.  იმისთვის, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უპრობლემოდ განხორციელდეს, ჩვენ გადავწყვიტეთ რომ საგანგებო მდგომარეობა 10 პროვინციაში 3 თვით დავაწესოთ, კონსტიტუციის 119-ე მუხლის შესაბამისად”, – წერს ედოღანი.

მსგავსი თემები