,,საზოგადოებას ექნება ძალიან მძიმე რეაქცია” – კობახიძე სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადბეით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, საზოგადოებისგან “უმძიმესი რეაქცია ექნება”.

“მისი გადასაწყვეტია, სამართლებრივად ეს ასეა. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას ექნება უმძიმესი რეაქცია ასეთ აქტზე. მეც მექნებოდა და მექნება ძალიან მძიმე რეაქცია ასეთ რამეზე, რადგან თეორიულად ასეთი რამ რომ მოხდეს, ეს იქნებოდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ეს იქნებოდა ჩემი რეაქცია და მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას ასეთ თეორიულ შემთხვევაზე ექნება ძალიან მძიმე რეაქცია”, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები