მარიუპოლში აფეთქებების ხმა ისმოდა

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში აფეთქებების ხმა ისმოდა. ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრო ანდრუშენკო ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, რეგიონში აფეთქების ხმა ხუთჯერ გაისმა.

“ჩვენი წყაროები ავრცელებენ ინფორმაციას აფეთქებების შესახებ ზუსტად იქ, სადაც ოკუპანტებმა ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემები შემოიტანეს. დამატებით დეტალებს ვაზუსტებთ”, – ნათქვამია მარიუპოლის მერის მრჩევლის განცხადებაში.

მსგავსი თემები