,,არ ვემხრობი უშედეგოდ არც ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას”- ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით,  საპარლამენტო ბოიკოტსა და მანდატების დატოვებას არ ემხრობა.

მისი თქმით, თუ პროცესის რადიკალიზაცია არასწორად წავიდა, ეს იქნება უმძიმესი პრობლემა პარტიისთვის და მიხეილ სააკაშვილისთვის.

„მე არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რაციონალურად შევხედოთ მოვლენებს და ჩვენი პარტნიორების ნდობა არ დავკარგოთ. ჩვენ ვიცით ჩვენი პარტნიორების განწყობები.

თუ პროცესის რადიკალიზაცია არასწორად წავიდა (მასიურ პროტესტს არ ვგულისხმობ), ეს იქნება უმძიმესი პრობლემა პარტიისთვის და მიშასთვის. რაც უფრო მარგინალური პროცესებისკენ მიდის გზა, უფრო არ გაუშვებენ მიშას. მიშას საკითხის გადაწყვეტა არის საერთაშორისო მნიშვნელოვან ზეწოლაზე მუშაობა. ივანიშვილმა უნდა იგრძნოს საფრთხე. ამაზე ვმუშაობთ 1,5 წელი (ყველაფრის თქმა არ შემიძლია რიგი მიზეზების გამო). დღეს ის საპირისპიროს ხედავს. რაც უფრო ბევრს გვეყოფა უნარი რაციონალიზმის და საჯაროდ საუბრის სიმართლეზე, უკეთესია ჩვენი სამშობლოს ინტერესებისთვის“, – წერს დეკანოიძე.

 

 

მსგავსი თემები