ალბანეთში ლავასოღლი დააკავეს

ალბანეთში ქართველი ე.წ „კანონიერი ქურდი“, მინდია ლავასოღლი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ლავასოღლის ბრალად ედება ძალადობრივი დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელობა, რომელიც ძირითადად, დანაშაულის ჩადენაში მოღვაწეობდა საქართველოში და სხვა ქვეყნებში.

,,Fast Albania-მა წარმატებით შეიმუშავა და დაასრულა დაშიფრული საპოლიციო ოპერაცია „კრიესორი”, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქე, 42 წლის მინდია ლავასოღლი დაიჭირეს და დროებით დააკავეს, საქართველოში ექსტრადიციის მიზნით”, – იუწყება პოლიცია.

მსგავსი თემები