თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5 ათასს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში  6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა.  ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, ფუატ ოქტაიმ განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ თურქეთში გარდაცვლილთა რაოდენობა 3,419-ამდე გაიზარდა.

სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 600-ს აღემატება. აქედან 812 ადამიანი ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიღუპა, 790-მდე კი მეამბოხეთა მიერ დაკავებულ მიწებზე.

ადგილობრივები შიშობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად გაიზრდება.

 

მსგავსი თემები