,,ბოლოს და ბოლოს ავიღებთ და ერთ მშვენიერ დღეს „ქართულ ოცნებასაც“ გადავაყირავებთ”- დევი ჭანკოტაძე

,,ბოლოს და ბოლოს ავიღებთ და ერთ მშვენიერ დღეს „ქართულ ოცნებასაც“ გადავაყირავებთ”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დევი ჭანკოტაძემ განაცხადა.

მისის თქმით, აქციები გაგრძელდება და  ყოველდღე მოიმატებს რაოდენობაშიც და ხარისხშიც.

„მომავალში შეიძლება, უფრო მძიმე გადაწყვეტილება მივიღოთ და დავტოვოთ მანდატები, მაგრამ ჩვენ ახლა გვაინტერესებს მუშაობის შეწყვეტა. დავაკვირდეთ მოსახლეობის, უცხოელი პარტნიორების რეაქციას და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ. დამიჯერეთ, არც ერთი ჩვენი დეპუტატი კომფორტულად ამ პარლამენტში თავს ვერ გრძნობს. პარტია მიიღებს ყველაზე სწორ გადაწყვეტილებას და ახლა თუ ვიღაც ვიღაც დეპუტატებს აქვთ სურვილი, რომ გამოვიდნენ პარტიიდან, მაგალითად, ვნახეთ ქალბატონი ნონა მამულაშვილი გამოვიდა, ეს იყო მისი გადაწყვეტილება. პირადად, როგორც დეპუტატი დავემორჩილები პირველ რიგში, რა თქმა უნდა ბატონ მიხეილ სააკაშვილის, ჩვენი პარტიის თავმჯდომარის და ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. მარტო, მე თვითონ ვერ მივიღებ. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთმა დეპუტატმა მიიღოს ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ჭანკოტაძემ.

მსგავსი თემები