,,ნიშნისმოგებით საუბარი, დაბოღმილი საუბარი უნდა მორჩეს”- ლევან ხაბეიშვილი

,,ნიშნისმოგებით საუბარი, დაბოღმილი საუბარი უნდა მორჩეს. დაბოღმილად, წაგებულის პოზიციიდან საუბარი, მერე ტალახის სროლა, არ არის ამის დრო,”- ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

,,ჩვენ გვაქვს ბრძოლა და მე მოვუწოდებ ყველას, დაასრულონ ოპოზიციონერებმა ერთმანეთის მიმართ ტალახის სროლა. ახლა ძალა ერთობაშია, ჩემს წინამორბედზე განცხადების გაკეთებას არ ვაპირებ, მთავარი ბრძოლა გვაქვს წინ და ეს უკავშირდება არა ნაციონალურ მოძრობას, ან ვიწროპარტიულ ინტერესებს, უკავშირდება თქვენს ინტერესებს, თქვენ ოჯახებს, ჩვენი ქვეყნის მომავალს. ნიშნისმოგებით საუბარი, დაბოღმილი საუბარი უნდა მორჩეს. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და ვაფიქსირებ. დაბოღმილად, წაგებულის პოზიციიდან საუბარი, მერე ტალახის სროლა, არ არის ამის დრო. ახლა არის ერთობის დრო და ყველას შეუძლია, ნებისმიერ ოპოზიციონერს მობრძანდეს, დააფიქსიროს. მე ვთავაზობ, სხვადასხვა რაიონებში შემოგვიერთდნენ ეს ადამიანები, პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლისთვის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის,”- განაცხადა ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები