თურქეთში, ნანგრევებში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, საქართველოს საელჩოში საქართველოს მოქალაქის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია შევიდა. ვარაუდობენ, რომ საქართველოს მოქალაქე შესაძლოა, ნანგრევებში იყოს მოყოლილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  საელჩოში შევიდა შეტყობინება, რომ სტიქიის ზონაში, ნანგრევებში შესაძლოა, საქართველოს მოქალაქე იყოს მოყოლილი.

საგარეო უწყებამ ინფორმაცია შესაბამის უწყებებს გადასცა.  თურქეთის მხარის ინფორმაციით, ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა, დანგრეული შენობის დიდი მასა მუშაობას ართულებს.

„თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ რომ სტიქიის ზონაში, ქ. გაზიანთებში, ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში შესაძლოა მოყოლილი იყოს საქართველოს მოქალაქე. საელჩომ აღნიშნული ინფორმაცია და მოქალაქის მონაცემები დაუყონებლივ მიაწოდა თურქეთის შესაბამის უწყებებს. თურქეთის მხარის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რასაც ართულებს დანგრეული შენობის დიდი მოცულობა. საელჩო მუდმივ რეჟიმში ხაზზეა თურქეთის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან, საქართველოს მოქალაქის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები