,,სპეცოპერაცია” წლის ბოლომდე დასრულდება, დასავლეთი “დაიჩოქებს” – კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადებით, უკრაინაში ე.წ სპეცოპერაცია 2023 წლის ბოლომდე დასრულდება.

მისი თქმით, ევროპულ სახელმწიფოებს კი რუსეთთან  ყველა სფეროში თანამშრომლობა მოუწევთ.

“წლის ბოლომდე სპეცოპერაცია დასრულდება. ევროპული სახელმწიფოები აღიარებენ თავიანთი ქმედებების არასწორობას, დასავლეთი დაიჩოქებს და როგორც ყოველთვის, ევროპის სახელმწიფოებს მოუწევთ რუსეთის ფედერაციასთან ყველა სფეროში თანამშრომლობა. სხვა არ უნდა იყოს და არც იქნება”, – განაცხადა კადიროვმა.

მსგავსი თემები