„დასაკარგი დრო არ გვაქვს“ – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით,  ევროპამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი კოლექტიური სურვილის ძალა და რუსეთის სისასტიკე  დაუსჯელი არ დარჩება.

„ერთი წლის წინ, ევროპას მასობრივი დამოკიდებული ჰქონდა რუსული ენერგიის წყაროებზე,  ევროპამ დაძლია ეს საშიში დამოკიდებულება და ჩაანაცვლა რუსული მილსადენის გაზის 80%. კოლექტიური მცდელობით, ჩვენ დავწიეთ გაზის ფასი იმაზე სწრაფად, ვიდრე მოსალოდნელი იყო და ახლა ის იმაზე დაბალია, ვიდრე უკრაინაში ომის დაწყებამდე იყო. ევროპამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი კოლექტიური სურვილის ძალა.

ამის მიუხედავად, რთულ პერიოდში იმყოფებიან ჩვენი ოჯახები და ბიზნესი ჯერ პანდემიის და შემდეგ უკვე უკრაინაში ომის შემდეგ, ჩვენ მოგვიწევს, აქაც ვაჩვენოთ კრიზისის გადაწყვეტის იგივე ძალისხმევა. ჩვენ ვხედავთ მზარდ ინფლაციას, რაც ცხოვრებისა და ბიზნესის კეთების ხარჯებს ზრდის, ვხედავთ, რომ ენერგორესურსები გამოიყენება როგორც იარაღი, ვხედავთ კონფრონტაციული გეოპოლიტიკის საფრთხეს. ამავდროულად, კლიმატის ცვლილებები უკვე ძალიან ძვირად გვიჯდება და სუფთა ეკონომიკაზე გადასვლისთვის დასაკარგი დრო აღარ გვაქვს“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე.

 

მსგავსი თემები