,,ცდილობენ სიკვდილამდე მიიყვანონ”- გიული ალასანია სააკაშვილზე

,,ცდილობენ, რომ მიხეილ  სააკაშვილი სიკვდილამდე მიიყვანონ,” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

მისი თქმით, ოპერაცია, რომელზეც ექიმმა კობიმ ისაუბრა სააკაშვილისთვის აქამდეც უნდა ჩაეტარებინათ.

,,გაჩნდა რაღაც დოკუმენტაცია, რომლის არსებობის შესახებ არავინ იცის და არც საქმეში დევს. ამას ვუკავშირებ აი, იმ განცხადებებს, რაც გუშინ გაკეთდა, რომელიც დღეს გაკეთდა და რომელიც ყოველდღე კეთდება. ცდილობენ, რომ მიიყვანონ ეს ადამიანი სიკვდილამდე. ამას ვუკავშირებ. ადამიანი ამბობს, რომ არის მნიშვნელოვანი, რომელიც არის სპეციალისტი ამ დარგის და აქ არის სხვადასხვა სპეციალობის წარმომადგენელია წარმოდგენილი და ყველა თავის სფეროზე აგებს პასუხს. ეს მაშინვე თქვა, ძალიან კარგად მახსოვს, რომ „მე ამ ოპერაციას დღეს კი არა, გუშინ გავაკეთებდი და გუშინწინო, იმდენად სერიოზულია ეს შემთხვევა,  – განაცხადა ალასანიამ.

მსგავსი თემები