,,მიხეილ სააკაშვილი იმყოფება კომფორტულ პირობებში და ორპალატიან ლუქსში”- თეა წულუკიანი

,,მიხეილ სააკაშვილი იმყოფება კომფორტულ პირობებში და ორპალატიან ლუქსში, გამორჩეულ პირობებში,”- ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. თეა წულუკიანის განცხადებით, გასაკვირია საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადება, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით შეშფოთებულია. ,,ძალიან კარგი იქნება, თუ ჰერჩინსკი სახელმწიფოს მიმართ უსაფუძვლო მოწოდებებს მიმართავს სააკაშვილისაკენ და მოუწოდებს, შეწყვიტოს მიუღებელი ქცევა, რომლითაც ის გამოირჩევა ექთნების, ექიმებისა და სხვა წარმომადგენლების წინაშე. საკუთარი ჯანმრთელობის, პრობლემების უკეთესად მართვის მიზნით, ითანამშრომლოს სწორედ პენიტენციურ სამსახურთან და იმ სამოქალაქო სამედიცინო სექტორთან, რომელშიც იმყოფება კომფორტულ პირობებში, ასე ვთქვათ, ორპალატიან ლუქსში და გამორჩეულ პირობებში,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

მეტი...

,,მზად ვარ მისასვლელად, ჩართვის ხარისხი არ მაკმაყოფილებს”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ექსპრეზიდენტი არ ესწრება. კლინიკა ”ვივამედიდან” გაგზავნილი წერილი მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომის დასაწყისში წაიკითხა. როგორც წერილიდან ირკვევა, სააკაშვილს სურდა სასამართლოზე ფიზიკურად დასწრება, თუმცა მას ამის უფლება კლინიკის ექიმის რეკომენდაციით არ მიეცა. ,,მზად ვარ მისასვლელად, ჩართვის ხარისხი არ მაკმაყოფილებს”,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს. ოქმს ხელს პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები, თავად მიხეილ სააკაშვილი და ასევე, “ვივა-მედის” ექიმი აწერენ.

მეტი...

USA2GEORGIA-ს საქმეზე კონკურენციის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა USA2GEORGIA-ს საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. კერძოდ, სააგენტოს ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თითოეული მომხმარებელი დაცულია ამანათ(ებ)ზე საკუთრების უფლების დაკარგვისგან. „სააგენტოს მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად, თუკი მომხმარებელი 30 დღეში საქართველოს საწყობში შენახვის ღირებულებას არ გადაიხდის და ამანათს არ გაიტანს, მასზე ავტომატურად საკუთრების უფლებას არ დაკარგავს. USA2GEORGIA-ს მიერ მომხმარებლის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის თაობაზე, სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კომპანიას აეკრძალა – ამანათში არსებული პროდუქციის გასხვისება ან მისი საკუთრებაში დატოვება“, – აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში. კონკურენციის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, რომ უწყება აღნიშნულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას 2023 წლის…

მეტი...

,,ეს ქვეყანა ჩვენია, ჩვენ ვადგენთ აქ წესებს”- მარტინენკოს განცხადებით, ბერძენიშვილის ლექცია მათ ჩაშალეს

“ალტ-ინფო – კონსერვატიული მოძრაობის” წევრი, შოთა მარტინენტკო სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” წერს, რომ ყვარელში ლევან ბერძენიშვილის ლექცია მათი ორგანიზებით ჩაიშალა. “ლევან ბერძენიშვილს (რომელმაც ერეკლე მეფე მოღალატედ მოიხსენია) ალტ-ინფო – კონსერვატიული მოძრაობის კახეთის განყოფილების წევრებმა ყვარელში ლექცია არ ჩაატარებინეს. ლიბერალებს ეგონათ, ისინი დაგვიდგენდენ ჩვენ მოძრაობის და ფუნქციონირების ნორმებს. მაგრამ რეალურად პირიქითაა და ასე იქნება ყველგან, დასავლეთზე გაყიდულ აგენტებს, რომლებიც ქართველების წარსულს, გმირებს და ტრადიციებს შეურაცხყოფენ, ჩვენ განვუსაზღვრავთ აწი, სად როგორი უფლებები ექნებათ. ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ ვადგენთ აქ წესებს”, – წერს მარტინენკო.

მეტი...

,,მჯერა, არ დავანახებთ მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ველური საზოგადოება, სადაც კლავენ პრეზიდენტებს”- სააკაშვილის ძმა

,,მჯერა, არ დავანახებთ მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ველური საზოგადოება, სადაც კლავენ პრეზიდენტებს,” – ამის შესახებ  მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აქ საუბარი არანაირი პოლიტიკური გემოვნების დაცვაზე არაა, არამედ საუბარია ადამიანის ჯანმრთელობაზე. „მე, პირადად, ვარ იდეალისტი და მჯერა ადამიანის ჰუმანურობის, კაცთმოყვარეობისა და კიდევ მჯერა, რომ გაიმარჯვებს საღი აზრი, თუნდაც სახელმწიფოებრიობა, სახელმწიფოებრიობის განცდა. არ დავანახებთ მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ველური საზოგადოება, არ შემდგარი სახელმწიფო, სადაც კლავენ პრეზიდენტებს, სადაც არ უფრთხილდებიან ისტორიას, სადაც არ უფრთხილდებიან წარსულს, აწმყოს და თუნდაც, მომავალს. ეს არის კატასტროფა, რაც ხდება. აქ არ არის საუბარი არანაირი…

მეტი...

მსოფლიოში, გასულ წელს, 86 ჟურნალისტი მოკლეს – UNESCO

UNESCO-ს ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს ჟურნალისტების მკვლელობის 86 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 19 მექსიკაში მოკლეს, 10 – უკრაინაში, 9 – ჰაიტიზე. ორგანიზაციის ინფორმაციით, გასულ წელს, მოკლული ჟურნალისტების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც წინა სამი წლის განმავლობაში კლება დაფიქსირდა. ,,ხელისუფლებებმა უნდა გააორმაგონ ძალისხმევა, რათა ბოლო მოეღოს ამგვარ ამ დანაშაულებს და უზრუნველყონ დამნაშავეების გასამართლება, რადგან გულგრილობა ძალადობის ამ კლიმატის მთავარი ფაქტორია”, –  განაცხადა UNESCO-ს გენერალური დირექტორმა, ოდრი აზულემ. მისივე თქმით,  2022 წლის განმავლობაში მოკლული ჟურნალისტების რაოდენობა საგანგაშო იყო.

მეტი...

დეკემბერში საარსებო მინიმუმი შემცირდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 253.5 ლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა. მათივე ცნობით, მიმდინარე წლის ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 255.1 ლარი იყო, დეკემბერში ეს მაჩვენებელი 1.6 ლარით შემცირდა, ჯამში კი 253.5 ლარი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში 1.5 ლარით არის შემცირებული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 224.5 ლარს შეადგენს. სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების…

მეტი...

ჩინეთში მოსახლეობა 850 000 ადამიანით შემცირდა

ჩინეთში მოსახლეობის რაოდენობა ბოლო 60 წლის განმავლობაში პირველად შემცირდა. BBC-ის ინფორმაციით, 1961 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის ყოველწლიურ დინამიკაში კლება დაფიქსირდა. ერთი წლის განმავლობაში ჩინეთის მოსახლეობა დაახლოებით, 850 000 ადამიანით შემცირდა. ქვეყნის სტატისტიკის ბიუროს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2022 წლის ბოლოს ჩინეთის მოსახლეობამ 1.411 მილიარდი შეადგინა, მაშინ როდესაც წინა წლის მაჩვენებელი 1.412 მილიარდი იყო. ექსპერტების შეფასებით, მოსახლეობის კლების ტენდენცია ჩინეთში მომდევნო ათწლეულებშიც გაგრძელდება, რაც გასულ საუკუნეში ჯერ ე.წ. „ერთი ბავშვის პოლიტიკის“, შემდეგ კი ე.წ. „ორი ბავშვის პოლიტიკის“ შედეგია.

მეტი...

ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, კანადის მთავრობა ჯერ არ განიხილავს უკრაინისთვის Leopard 2-ის ტანკების გაგზავნის საკითხს

კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, კანადის მთავრობა ჯერ არ განიხილავს უკრაინისთვის Leopard 2-ის ტანკების გაგზავნის საკითხს. „ჩვენ განვიხილავთ უკრაინის ყველა მოთხოვნას, თუმცა ჯერ არ ვართ მზად ამისთვის Leopard 2-ის ტანკებთან დაკავშირებით. თუმცა, ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ უკრაინას მივაწოდოთ ყველაფერი, რაც სჭირდება, რათა მათ შეძლონ რუსეთის დამარცხება“, – განაცხადა ტრუდომ. მანამდე, კანადურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინა გეგმავს, მიმართოს კანადას Leopard-2-ის ტანკების მიწოდების თხოვნით, თუ გერმანია ტანკების რეექსპორტს დაუჭერს მხარს.    

მეტი...

რუსეთმა 116 950 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენშტაბი რუსეთის სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 24 თებერვლიდან 16 იანვრამდე პერიოდს მოიცავს. გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი 116 950; 3 121 ტანკი, 6 215 ჯავშანმანქანა, 2 104 ერთეულ საარტილერიო სისტემა, 286 საბრძოლო თვითმფრინავი და 276 ვერტმფრენი, 4 877 ავტომობილი და საწვავის ავზი, 17 გემი/ნავი, 1 872 უპილოტო საფრენ აპარატი, 190 ერთეულ სპეცტექნიკაი, 749 ფრთოსანი რაკეტა.

მეტი...

ავსტრალიის ღია პირველობაზე მაყურებელს რუსეთისა და ბელორუსის დროშებით მისვლა აეკრძალა

ავსტრალიის ღია პირველობის ჩოგბურთის ტურნირზე რუსეთისა და ბელარუსის დროშები აიკრძალა. თუმცა ორგანიზატორებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გულშემატკივრებმა რუსეთის დროშა უკრაინელი კატერინა ბაინდლისა და რუს კამილა რახიმოვას შორის მატჩის დროს გამოაჩინეს. უკრაინელი გულშემატკივრების თქმით, მატჩის დროს რუსი გულშემატკივრები კატერინა ბაინდლს დასცინოდნენ, რის შემდეგაც მათ ადგილზე პოლიცია და დაცვა გამოიძახეს. “ხალხს შეუძლია ეს შეურაცხყოფად მიიჩნიოს, მაგრამ ჩვენ უბრალოდ თქვენი ჩვეულებრივი მხარდამჭერები ვიყავით. არ ყოფილა დაცინვა ან უპატივცემულობა”, – განუცხადა რუსმა გულშემატკივარმა ადგილობრივ მედიას. მანამდე ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში უკრაინის ელჩმა მატჩის ორგანიზატორებს ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

მეტი...

მდგომარეობა კრიტიკულია – გელათის ტაძრის წინამძღვარი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

გელათის მონასტრის ტერიტორიაზე, ხანძრის შედეგად დაშავებული ტაძრის წინამძღვრის, იოსებ ბურჯანაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ექიმების ინფორმაციით, მას სხეულის 44% აქვს დამწვარი. არქიმანდრიტი ქუთაისის დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. კელიაში ხანძარი ორი დღის წინ გაჩნდა. მამა იოსები ვარაუდობდა, რომ შენობაში ადამიანი იმყოფებოდა და მის გადასარჩენად შევიდა, რის შედეგადაც დამწვრობა მიიღო.

მეტი...

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 7 031 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 7 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მონაცემები 15 იანვრამდე პერიოდს მოიცავს. “დაფიქსირებული სამოქალაქო მსხვერპლის უმეტესობა გამოწვეული იყო ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებით ფართო არეალის ეფექტით, მათ შორის მძიმე არტილერიიდან დაბომბვა, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები, რაკეტები და საჰაერო დარტყმები”, – ნათქვამია  განცხადებაში. მათივე ცნობით, დაღუპულთა რეალური რიცხვი “საგრძნობლად მეტია”, რადგან  ვერ ხერხდება იმ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის მოკვლევა, სადაც ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს.

მეტი...

,,მინდა, ბოდიში მოვიხადო”- არესტოვიჩი თავის განცხადებას სერიოზულ შეცდომას უწოდებს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი დნიპროს მოსახლეობას ბოდიშს უხდის და უკრაინის თავდაცვის სისტემის მიერ რუსული რაკეტის ჩამოგდების შესახებ თავის განცხადებას სერიოზულ შეცდომას უწოდებს. „მე რეალურად მინდა, ბოდიში მოვიხადო, ბოდიში მოვუხადო დაღუპულთა და დაშავებულთა ნათესავებს და ახლობლებს. დნიპროს მცხოვრებლებს, რომლებიც პირადად განიცდიან ამ ტრაგედიას და რომლებმაც ერთი აფეთქება გაიგონეს და იციან, რომ რაკეტა ერთი იყო. ასევე, ყველა უკრაინელს და არაუკრაინელს, ვისაც ჩემი სიტყვები ასევე შეეხო“, – განაცხადა არესტოვიჩმა. არესტოვიჩის თქმით, სოციალურ ქსელებში მისი განცხადების განხილვის ასეთი ტალღა შესაძლოა, გამოწვეული ყოფილიყო საზოგადოებაში დაძაბულობით, ან ორგანიზებული ყოფილიყო ბოტების ქსელის მიერ. „ეს არის…

მეტი...

რუსეთში, ბელგოროდის ოლქში აფეთქებები იყო

17 იანვრის ღამეს რუსეთის ქალაქ ბელგოროდში აფეთქებების ხმა ისმოდა. რეგიონის გუბერნატორის განცხადებით, ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა. ვიაჩესლავ გლადკოვი Telegram-ზე წერს, რომ წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა. 16 იანვარს ოკუპირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა, მიხეილ რაზვოჟაევმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქის თავზე დრონი ჩამოაგდეს.

მეტი...

ომის დაწყების შემდეგ, ზელენსკი მკვლელობას 12-ჯერ გადაურჩა – „ინდეფენდენტი“

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი თავდასხმის 12 მცდელობას გადაურჩა. გამოცემა „ინდეფენდენტის“ ცნობით, ამის შესახებ საკუთარ წიგნში, უკრაინელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, დოკუმენტალისტი მწერალი კრის უიპლი წერს. ავტორის ინფორმაციით, რუსულ ინტერვენციამდე, უკრაინაში ვიზიტისას აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი პრეზიდენტ ზელენსკის აფრთხილებდა, რომ რუსეთი მის მოკვლას გეგმავდა. უიპლის ინფორმაციით, ბაიდენმა ბერნს დაავალა, მიეწოდებინა ზელენსკისთვის რუსეთის შეთქმულებების ზუსტი დეტალები. უიპლის ცნობით, ამ ინფორმაციამ ზელენსკი „გამოაფხიზლა“. მისივე ინფორმაციით, მკვლელობის მცდელობებიდან ორის აღკვეთა შესაძლებელი აღმოჩნდა სწორედ ბერნსის მიერ უკრაინული მხარისთვის გაზიარებული სადაზვერვო ინფორმაციის დახმარებით.

მეტი...

,,პუტინმა გერასიმოვს დონბასის მარტამდე დაკავება დაავალა”- უკრაინის დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოფიციალური წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის განცხადებით,  ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საოკუპაციო ძალების ახლად დანიშნულ მეთაურს, ვალერი გერასიმოვს დონბასის მარტამდე დაკავების განკარგულება მისცა. მისი თქმით, პუტინს არ უთქვამს უარი უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს და უკრაინელების როგორც ერის განადგურების გეგმებზე. „ჩვენ უნდა ვისაუბროთ რაშისტებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებაზე – ეს დონბასია. მორიგი ვადები, რომლებსაც ის განსაზღვრავს უკვე გერასიმოვისთვის, როგორც უკრაინის წინააღმდეგ ომის ახალი ხელმძღვანელისთვის – ეს არის მარტის თვემდე დონბასის დაკავების და იქ უსაფრთხოების გარკვეული ზონის ჩამოყალიბების მიზანი. ეს პირველი ვადები არაა. ყოველ ჯერზე ამ ვადების გადატანა ხდებოდა. უკვე წელი…

მეტი...

რადაში ალექსეი არესტოვიჩის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ

უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ. ამის შესახებ „ფეისბუქში“ უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო წერს. „დროა არესტოვიჩი გადადგეს. ჩვენ სხვა სახალხო დეპუტატებთან ერთად ვაგროვებთ ხელმოწერებს პრეზიდენტის ოფისის სკანდალური მრჩევლის გათავისუფლების მოთხოვნით. რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ? 1. არესტოვიჩი უნდა წავიდეს. 2. გაკეთდეს ოფიციალური განცხადება, რომ სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებით არესტოვიჩის ფანტაზიებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის პოზიციასთან არ აქვთ კავშირი. 3. აგრეთვე გაიგზავნა დეპუტატების მიმართვა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისადმი, რადგან არესტოვიჩის ფაბრიკაციებს დნიპროში ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემიდან სახლის დანგრევის შესახებ არის ის, რაც აკმაყოფილებს სახელმწიფო ღალატის კრიტერიუმს. ომის…

მეტი...

,,თითოეული პირი, ვისაც დნიპროში ჩადენილ სამხედრო დანაშაულში ბრალი მიუძღვის, გამოვლინდება და პასუხს აგებს”- ზელენსკი

უკრიანის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გყანცხადებით, თითოეული პირი, ვისაც დნიპროში ჩადენილ სამხედრო დანაშაულში ბრალი მიუძღვის, გამოვლინდება და პასუხს აგებს. მისი თქმით, დნიპროზე მიტანილი სარაკეტო იერიში, ასევე რუსეთის ახალი მცდელობა, ხელში ჩაიგდოს ინიციატივა ომში, აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ დაჩქარდეს უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების გადაწყვეტილებების მიღება. „უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკვე დაიწყო ინფორმაციის დადგენა იმ რუს სამხედროებზე, ვინც მოამზადა და განახორციელა ეს დარტყმა. ყოველგვარი ეჭვის გარეშეა, რომ თითოეული, ვისაც ამ სამხედრო დანაშაულში ბრალი მიუძღვის, გამოვლინდება და პასუხს აგებს. ეს დარტყმა დნიპროზე, ისევე როგორც სხვა მსგავსი დარტყმები, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას ექვემდებარება. ჩვენ ვიყენებთ ყველა…

მეტი...