„წითელ ჯვარს“ უკრაინელ ტყვეებთან არ უშვებენ

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსული მხარე უკრაინელ ტყვეებთან „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებს არ უშვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი მდგომარეობის შესახებ რეალური ინფორმაცია არ არსებობს.

უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი დმიტრი ლუბინეცის ინფორმაციით, უკრაინელი ტყვეები მძიმე პირობებში იმყოფებიან.

„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს არ აქვს წვდომა ომისა და სამოქალაქო ტყვეებთან. რუსეთის ფედერაციის ომბუდსმენთან ტატიანა მოსკალკოვასთან განხილვის ერთ-ერთი თემა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თემატიკა იყო, კერძოდ კი, მათი წარმომადგენლების დაუშვებლობა ომისა და სამოქალაქო ტყვეებთან, რომლებიც რუსულ მხარეს ჰყავს აყვანილი”, – აცხადებს ლუბინეცი.

 

მსგავსი თემები