კვიპროსმა რუსეთის მოქალაქეებს 105 მილიონი ევროს ანგარიშები გაუყინა

კვიპროსმა რუსეთის მოქალაქეებს 105 მილიონი ევროს ღირებულების საბანკო ანგარიშები გაუყინა. ამის შესახებ კვიპროსის ფინანსთა მინისტრმა, კონსტანტინოს პეტრიდსმა  განაცხადა.

მისივე თქმით, კვიპროსი  “გაძლიერებულ კონტროლს” გაუწევს იმ რუსი ოლიგარქების კომპანიებს, რომლებიც დასავლეთის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან მოხვედრილები. მათ ასევე ჩამოერთმევათ კვიპროსის მიერ გაცემული ე.წ “ოქროს პასპორტები”, რომლებიც რუს ოლიგარქებს შესაძლებლობას აძლევდა მარტივად გაეკეთებინათ ბიზნესი ქვეყანაში.

მხოლოდ 2022 წელს, კვიპროსულ ანგარიშებზე რუსეთის მოქალაქეებმა 5,6 მილიარდი ევრო განათავსეს.

მსგავსი თემები